ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ტიბეტის მთიანეთის ჰავა მკაცრია და მშრალი. ზამთარი ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. ზაფხული გრილია. ხშირია წაყინვები. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-10000 მმ. ჩანგტანში თოვლის მიჯნა დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე გადის. განსაკუთრებით ბევრი მყინვარია ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.
 
ტიბეტის მთიანეთი უმთავრესად დახშული აუზია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე სათავე აქვს მდინარეებს: ხუანხეს, იანძის, მეკონგს, სალუინს, ბრაჰმაპუტრას და სხვა. ტექნონიკური ღრმულების ძირზე ბევრია წყალმცირე მლაშე ტბა, მათ შორის ნამცო, სელინგი და სხვა. , რომელთაც დაბალი და დააობებული ნაპირები აქვთ. ტბები ნოემბრიდან მაისამდე გაყინულია.