საფუარი სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
}}
 
'''საფუარი სოკოები''', ''საქარომიცეტები'' ({{lang-la|Saccharomycetales}}), [[სოკოები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]], [[ჩანთიანი სოკოები]]ს [[კლასი (ბიოლოგია)|კლასი]]სა. აერთიანებს 39 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს 360-მდე [[სახეობა]]ს. საფუარი სოკოს ყველაზე მარტივი სხეული წარმოადგენს ერთ უჯრედს, რომელსაც [[სოკო]]ს ყველა ძირითადი თვისება ახასიათებს. ზოგჯერ [[უჯრედი|უჯრედები]] შეიძლება შეერთდნენ ნამდვილ ან ცრუ [[მიცელიუმი|მიცელიუმად]], რაც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ზოგიერთი გვარისა და სახეობისთვის. უჯრედის სიგრძე 10 მკმ-ია. ნამდვილი და ცრუ [[მიცელიუმი]]სა კი ზოგჯერ 50 მკმ-ს აღწევს. მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლების უფრო გავრცელებული სახეა დაკვირტვა, რომლის დროსაც წარმოიქმნება მრგვალი, ოვალური, ან კვერცხისებრი უჯრედები. შედარებით იშვიათია უჯრედის დაყოფით გამრავლება. სქესობრივი პროცესი იზოგამია ან ჰეტეროგამიაა. შეერთებული უჯრედებიდან წარმოიქმნება ჩანთა, რომელშიც ვითარდება ე. წ. [[ასკოსპორა|ასკოსპორები]].
 
საფუარი სოკო გავრცელებულია ყველგან, სადაც კი [[შაქარი|შაქარშემცველი]] ნივთიერება ან პროდუქტია. მევრი მათგანი იწვევს [[სპირტული დუღილი|სპირტულ დუღილს]], რის გამოც ფართოდ იყენებენ [[ღვინო|ღვინის]] დაყენებისას, [[ლუდი]]ს წარმოებაში, [[პური]]ს ცხობის დროს, [[რძე|რძის]] წარმოებაში და სხვა. საფუარი სოკოები შეიცავენ [[ცილა|ცილებს]], [[ნახშირწყლები|ნახშირწყლებს]], B ჯგუფის [[ვიტამინი|ვიტამინებს]]. ლუდის თხევად საფუარ სოკოებს იყენებენ ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, წყლულოვანი დაავადებებისა და სხვათა სამკურნალოდ. საფუარ სოკოთა შორის გვხვდება პათოგენური ფორმებიც, რომლებიც იწვევენ ადამიანისა და ცხოველის ბლასტომიკოზსა და კანდიდამიკოზს.