ილარიონ ქართველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.187.8.72 ცვლილებების გაუქმება (№2630156)
ხაზი 6:
დაიბადა კახეთში, კახელი აზნაურის შვილი იყო, შესაძლოა [[დონაურები|დონაურთა]] გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.
 
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის [[საქართველო|საქართველოში]] სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და ეგრედწოდებული [[აკურის მამადავითის დედათა მონასტერი]],რადგან ერეკლე მეორის გაცემული ბრძანების მიხედვით ეს ეკლესია სოფ.ვანთის კუთვნილებაა
 
ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა [[პალესტინა]] ([[იერუსალიმი]], [[თაბორი]], [[გოლგოთა]], [[ბეთლემი]], [[იორდანიის უდაბნო]], [[საბაწმინდის ლავრა]]), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია ([[კონსტანტინოპოლი]], [[თესალონიკე]]), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი — ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია [[კონსტანტინოპოლი]]ს მახლობლად [[ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი|ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში]].
 
==ტროპარი==
{{ციტატა| მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაჲ, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკუე მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.}}