იოანე კლემაქი: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 92.54.226.61 ცვლილებების გაუქმება (№2630155)
(მომხმარებლის 92.54.226.61 ცვლილებების გაუქმება (№2630155))
[[ფაილი:John Climacus.jpg|მინი|მარჯვნივ|250px|იოანე კლემაქი]]
'''ღირსი იოანე კლემაქსიკლემაქი''' ({{lang-el|Ἰωάννης τῆς Κλίμακος}}; დ. [[525]] - გ. [[649]]) – [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით [[30 მარტი]], ახალი სტილით - [[12 აპრილი]] და დიდმარხვის მეოთხე კვირა.
 
== ცხოვრება ==
 
ღირსი იოანე კლემაქსიკლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.
ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმინდა ქსენოფონტისა და მარიამის ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. [[სინას მთა]]ზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმინდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, [[მარხვა]]ში, [[ლოცვა]]სა და სინანულში.