პონტოს სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის es:Reino del Ponto; cosmetic changes
ხაზი 9:
ქვეყნის ძლიერებისთვის ბევრს ზრუნავდა [[მითრიდატე V ევერგეტე]] (ძვ. წ. 150-120 წწ.), რომელსაც რომთან „მოკავშირეობა და მეგობრობა“ ჰქონდა. შექმნა დაქირავებულთა ჯარი ბერძნების ყაიდაზე, ბერძენი მეთაურებით და საზღვაო ფლოტის მშენებლობას შეუდგა. გააფართოვა ურთიერთობები [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], რომთან და შავი ზღვის კულტურულ ცენტრებთან.
 
პონტოს სამეფოს აყვავებისა და ძლიერების ეპოქა [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორის]] (ძვ. წ. 120-63 წწ.) მეფობის ხანაა. მან მოახდინა საომარი ძალების რეორგანზაცია და დაიწყო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება. დაიპყრო [[ბოსფორის სახელმწიფო]], [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] აუზი, [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანი]] და მდინარე [[ყუბანი]]ს ქვემო წელი.
 
მითრიდატე VI ევპატორმა შემოიერთა [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთი]], საიდანაც გაჰქონდა ძელქვა, სელი, კანაფი, ცვილი და ლაშქრად გაჰყავდა კოლხი მხედრები და ზღვაოსნები. დაიმორჩილა [[მცირე არმენია]] და კავშირი შეკრა [[თრაკია|თრაკიასთან]]სთან, [[იბერია|იბერიასთან]]სთან, [[დიდი არმენია|დიდ არმენიასა]] და [[პართია|პართიასთან]]სთან. დაიწყო I, ე. წ. მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89-85/84 წწ.) რომთან. ზედიზედ დაიპყრო გალატია, პაფლაგონია, კაპადოკია, შეიჭრა ბითინიაში. მისი ბრძანებით [[აზია]]ში გაჟლიტეს 80 ათასი რომაელი და იტალიელი. ჯარები გადასხა საბერძნეთში. მას მიემხრო ათენი. დაპყრობილ ოლქებში მონებს ათავისუფლებდა. მითრიდატე VI ევპატორის სოციალურმა პოლიტიკამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დიდკაცობის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელების გამარჯვებას [[ლუციუს კორნელიუს სულა]]ს მთავარსარდლობით. დარდანოსში დადებული ზავის თანახმად, მითრიდატე VI იძულებული გახდა დაპყრობილ ტერიტორიებზე უარი ეთქვა. რომს გადასცა ფლოტი და სამხედრო კონტრიბუცია გადაიხადა. [[ძვ. წ. 83]] წელს რომაელებმა ომი განაახლეს (II მითრიდატული ომი, ძვ. წ. 83-81 წწ.), შეიჭრნენ პონტოს სამეფოში, 400 სოფელი გაძარცვეს და ააოხრეს. მითრიდატე VI ევპატორმა რომაელები დაამარცხა მდ. [[ჰალისი|ჰალისთან]], მაგრამ მის შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალა კოლხეთის აჯანყებამ. სულას ინიციატივით კვლავ დაიდო ზავი პონტოს სამეფოსა და რომს შორის.
 
[[ძვ. წ. 74]] წელს დაიწყო III მითრიდატული ომი. [[ძვ. წ. 66]] წელს [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|გნეუს პომპეუსმა]] მითრიდატე VI ევპატორი საბოლოოდ დაამარცხა და პონტოს სამეფო დაიპყრო. მისი დასავლეთი ნაწილი რომის პროვინცია ბითინიას შეუერთეს ([[ძვ. წ. 64]] წელს შეიქმნა რომის პროვინცია ბითინია და პონტო), აღმოსავლეთი ნაწილი რომის მოკავშირეებს გადასცეს, მოგვიანებით ეს ტერიტორიაც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. [[ძვ. წ. 47]] წელს პონტოს სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენას შეეცადა მითრიდატე VI ევპატორის ძე ფარნაკე, მაგრამ იგი [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარმა]] გაანადგურა და პონტოს სამეფოს არსებობა სამუდამოდ შეწყდა
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[პონტოელები]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|8|159}}
* ''სანიკიძე ლ.'', პონტოს სამეფო, თბ., 1956
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.karalahana.com/english/archive/history.html History of Pontus]
* [http://www.greek-genocide.org/ The Greek Genocide 1914-23]
* [http://www.pontosworld.com PontosWorld]
* [http://www.hum.ihu.edu.gr MA in Black Sea Cultural Studies. International Hellenic University-School of Humanities]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
ხაზი 36:
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|es}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტოს_სამეფო“-დან