ჭიაყელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hy:Որդեր
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Regenwurm1.jpg|thumb|ჭიაყელა]]
'''ჭიაყელები''' - მცირეჯაგრიანი [[რგოლოვანი ჭიები]]ს რამდენიმე ოჯახის საერთო სახელწოდება. მათი სხეული შედგება 80-დან 300-მდე სეგმენტისაგან. ყოველ სეგმენტზე, წინას გარდა, 8-8 (ზოგ ტროპიკულ ფორმებს რამდენიმე ათეული) მოკლე [[ჯაგარი]]ა, რომლებსაც ჭიაყელები მოძრაობის დროს ეყრდნობიან. ყოფილ [[სსრკ]]-ის ტერიტორიაზე გავრცელებული ფორმების სიგრძე 8-15, იშვიათად 40 სმ აღწევს, აქვთ კარგად განვითარებული [[სისხლი]]ს მიმოქცევა. სუნთქავენ [[კანი]]თ. [[ნერვული სისტემა]] შედგება სუსტად განვითარებული [[თავი]]ს [[ტვინი]]სა და მუცლის ძეწკვისაგან. გრძნობის ორგანოები არ აქვთ, სამაგიეროდ კანში ბევრი მგრძნობიარე უჯრედია. არიან ჰერმაფროდიტები. განაყოფიერება და კვერცხების განვითარება ხდება პარკებში, რომლებსაც გამოყოფს სარტყელი - წინა რამდენიმე სეგმენტის ჯირკვლოვანი გამსხვილება. პარკიდან გამოსული პატარა [[ჭიები]] 3-4 თვის შემდეგ ზრდასრული ჭიის ზომას აღწევენ. ჭიაყელებს კარგად აქვთ განვითარებული რეგენერაციის უნარი. ბინადრობენ ნიადაგში. იკვებებიან მცენარეული ნარჩენებით, [[ნაკელი]]თ და სხვა. ჭიაყელები მოიცავენ 1500-მდე სახეობას. დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგწარმომქმნელებს, მაგრამ გარკვეული ზიანიც მოაქვთ, რადგან [[ღორი]]ს ფილტვის [[ჰელმინთები]]სა და [[ფრინველები]]ს ზოგი [[პარაზიტი]]ს შორისული მასპინძლები არიან.
 
==იხილეთ აგრეთვე==
ხაზი 14:
 
 
[[კატეგორია:ჭიაყელასებრნირგოლოვანი ჭიები]]
 
[[sk:Ver]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭიაყელები“-დან