ბრინჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ {{ტაქსოდაფა}}
No edit summary
ხაზი 44:
'''ბრინჯი''' ({{lang-la|Oryza}}) — ერთწლოვანი მცენარის გვარი [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 20 სახეობა; გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მის გვარს განეკუთვნება სათესი ანუ კულტურული ბრინჯი (Oryza sativa), რომელიც იყოფა (მარცვლის სიგრძის მიხედვით) 2 ქვესახეობად: მოკლემარცვლიანი (4 მმ-მდე) და ჩვეულებრივი (5-7 მმ-ზე მეტი). ერთწლოვანი კულტურული ბრინჯი 60-150 სმ სიმაღლის მცენარეა. ყვავილედი საგველაა, თავთუნი ერთყვავილიანი; ნაყოფი — მარცვალი, კილიანი. კილგაცლილი ბრინჯის წიმიური შემადგენლობაა (%-ობით): წყალი — 14,0, ნახშირწყლები (უმთავრესად სახამებელი) — 75,2, ცილა — 7,7, ცხიმი — 0,4, უჯრედისი — 2,2, ნაცარი — 0,5. მცენარე თვითდამმტვერავია, ზოგჯერ ჯვარედინმტვერია; სითბოს მოყვარული -1° C იღუპება. კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე, იტანს მლაშესაც. ბრინჯი მრავლდება თესლით, ჩითილით. თესლი ღივდება 10-12,5° C -ზე. კულტურულ მცენარეთა შორის ბრინჯი ერთადერთია, რომელიც მოჰყავთ წყლით დაფარულ ნიადაგზე (მთლიანად სავეგეტაციო პერიოდში), რაც სავსებით აკმაყოფილებს მცენარის ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ნიადაგის წყლის რეჟიმისა და საკვები ნივთიერებისადმი. მოსავალს იღებენ მინდვრიდან წყლის გაშვებისა და ნიადაგის გაშრობის შემდეგ.
 
ბრინჯის სამშობლოა [[ინდოჩინეთი]]. აქედან გავრცელდა [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[იაპონია]]ში, წინა აზიასა და [[ირანი|ირან]]-[[ერაყი]]ს ტერიტორიაზე. გავრცელებულია [[შუა აზია]]სა და ამიერკავკასიაში[[ამიერკავკასია]]ში (მოჰყავთ ძველთაგანვე), [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[უკრაინა]]ში, [[კრასნოდარის მხარე|კრასნოდარისა]] და [[სტავროპოლის მხარეებშიმხარე]]ებში, შოწეულ[[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთში]] და სხვა, [[საქართველო]]ში ბრინჯი ირანიდან შემოიტანეს, გავრცელდა [[ქვემო ქართლი]]ს სარწყავ ადგილებში, [[იორი|ივრის]] ნაპირებსა და [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა მხარეს, [[აჭარა]]ში, [[გურია]]სა და [[სამეგრელო]]ში. 1900 წლიდან მისი ნათესი ფართობი თანდათან შემცირდა და ამჟამად ჩვენში აღარ მოჰყავთ. ბრინჯი მნიშვნელოვანი სამრეწველო კულტურაა. აზიის ქვეყნებში ([[ჩინეთი]], [[ინდოეთი]], [[იაპონია]]) ბრინჯი ძირითადი საკვები პროდუქტია. მისგან ამზადებენ ყუათიან ბურღულს. ნამჯისაგან აკეთებენ ქუდებს, კალათებს, ჭილოფს, ქაღალდსა და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|526|ჯაფარიძე ა.}}
* ''ჯაფარიძე ა.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 526, თბ., 1977
 
[[კატეგორია:მარცვლოვანნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრინჯი“-დან