ვალერიან გაფრინდაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი''', (* [[21 დეკემბერი]], [[1888]]/[[2 იანვარი]], [[1889]], [[ქუთაისი]] — † [[31 იანვარი]], [[1941]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.
 
დაამთავრა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია]], შემდეracxsasdf sdgis]dfas fsgsfh
დაამთავრა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია]], შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1914). იყო [[ცისფერყანწელები|„ცისფერყანწელების“]] ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალ [[მეოცნებე ნიამორები|„მეოცნებე ნიამორებს“]] (1919—1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „[[ზარია ვოსტოკა]]ს“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]]. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ [[მეგობარი (გაზეთი)|„მეგობარში“]]. მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. 20-იანი წწ. დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო „მიწასთან დაბრუნების“ ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველზე]], [[დავით გურამიშვილი|დავით გურამიშვილზე]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნიკოლოზ ბარათაშვილზე]]. ქართულად თარგმნა [[ეჟენ პოტიე]]ს, [[იოჰან ვოლფგანგ გოეთე]]ს, [[ჰაინრიხ ჰაინე]]ს, [[ვიქტორ ჰიუგო]]ს, [[ედგარ ალან პო]]ს, [[ალექსანდრე პუშკინი]]ს, [[მიხაილ ლერმონტოვი]]ს, [[ალექსანდრე ბლოკი]]ს, [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]]ს ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები“ (1926), „ლექსები“ (1937), „რჩეული“ (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].