მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
მას შემდეგ, რაც ჰუმბერტი მალევე გაემგზავრა, იგი და მისი თანხმლები პირები კერულარიოსმა და მოწვეულმა კრებამ განკვეთა (მხოლოდ ჰუმბერტი და თანმხლებნი, პაპი არ განუკვეთავთ). აღმოსავლეთის სხვა პატრიარქებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი კონსტანტინოპოლს და რომის პრეტენზიები არც მათ მიიღეს.
 
1054 წლის მოვლენათა სხვადასხვაგვარი შეფასებები საისტორიო კვლევებში შემდეგ სურათს წარმოაჩენს:
ა) დღეს ხშირად საერთოდ უარყოფენ 1054 წლის სქიზმის ფაქტს და ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა ეკლესიების მიერ ერთმანეტის განკვეთა, განიკვეთნენ მხოლოდ ცალკეული პირები. თუმცა თავის დროზე ეს განხეთქილება იყო: ბიზანტიურ ლიტურგიაში აღარ მოიხსენიებოდა პაპი და კონსტანტინოპლის ტაძრებში ლათინური წესის მსახურება აიკრძალა.<br />
ბ) 1054 წლის მოვლენა მხოლოდ ერთი კენჭი იყო იმ მოზაიკაში, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. განხეთქილებები 1054 წლამდეც იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიას შორის:
* როგორც ამბობენ, [[ოტო I]]-ის მიერ [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] დაარსებისას ([[962]]),
* შემდეგ კი [[1011]]-[[1012]] წწ. „ორივე სერგიუსის სქიზმის“ დროს, პაპ [[სერგიუს IV (პაპი)|სერგიუს IV-ისა]] (1009–1012) და პატრიარქ სერგიოს II-ის (1001–1019) მმართველობისას.
 
== ლიტერატურა ==