ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის en:Ant; cosmetic changes)
| commons = Category:Formicidae
}}
'''ჭიანჭველასებრნი''' ([[ლათ.]] {{lang-la|Formicidae}}) — [[მწერები]]ს ოჯახი [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] რიგისა. „საზოგადოებრივი მწერები“ არიან. ცხოვრობენ რთულ [[ბუდე]]ებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ [[ბუდე]]ს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
 
ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა „სანიტრის“ როლს ასრულებს — იკვებება [[მატლი|მატლებით]], მკვდარი [[მწერები]]თ. ისეთ სახეობებს კი, რომლებიც [[მცენარე]]ებით, ნაყოფით და კენკრით იკვებებიან, ზიანი მოაქვთ. ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა ლანცეტისებრი ორპირას დამატებითი შუალედური მასპინძელია, ზოგი კი ბუგრების, ფსილების, ჭიჭინობელების, ცრუფარიანების თანამგზავრია და მათი ტკბილი ექსკრემენტით იკვებება, იცავს მათ მტრებისაგან, ამით კი ხელს უწყობს მათ გავრცელებას და არაპირდაპირი გზით ზიანს აყენებს [[ტყე]]ებსა და [[ბაღი|ბაღებს]].