სიურრეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უნებლიედ → უნებლიეთ
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის scn:Surrialismu; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Ernst.jpg|right|thumb|300px|[[ერნსტი, მაქს|მაქს ერნსტი]], ''მეგობრების შეკრება'']]
'''სიურრეალიზმი''' — მიმდინარეობა [[ლიტერატურა|ლიტერატურასა]]სა და [[ხელოვნება|ხელოვნებაში]]ში [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონის]] მიერ [[1924]] წელს ''[[სიურრეალისტური მანიფესტი]]ს'' გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ [[სამყარო]].
 
== წარმოშობა ==
ხაზი 16:
"წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი." <ref>ა. ბრეტონი, "სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი", 1924. </ref>
 
სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, [[იუმორი|იუმორსა]] და [[ირონია|ირონიას]], რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
 
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.
ხაზი 29:
== სიურრეალიზმი ხელოვნებაში ==
[[ფაილი:De Chiricos Love Song.jpg|left|thumb|200px|დე კირიკო, ''სასიყვარულო სიმღერა.'' 1914.]]
სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება [[1923]] წელს [[მასონი, ანდრე|ანდრე მასონის]] მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება [[კოლაჟი|კოლაჟის]] ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული [[ერნსტი, მაქს|მაქს ერნსტის]] ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება [[მაგრეტი, რენე|მაგრეტისა]] [[დალი, სალვადორ|დალის]] შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.
 
[[1925]] წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა [[პარიზი|პარიზში]]. ამას მოჰყვება [[1936]] წელს [[ლონდონი|ლონდონსა]] და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[1937]] წელს [[ტოკიო]]ში და [[1938]] წელს ისევ პარიზში გამოფენები. სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ [[პოლოკი, ჯექსონ|ჯექსონ პოლოკის]] შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში [[პოპ-არტი]]ს მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში [[ევროპა]]ში ჩამოყალიბებულ [[ავანგარდი]]სტულ მიმდინარეობაზე, რომელიც [[ახალი რეალიზმი]]ს სახელითაა ცნობილი.
ხაზი 81:
 
{{Link FA|el}}
{{Link FA|scn}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიურრეალიზმი“-დან