კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ცხოვრება: clean up, replaced: გაანთავისუფლეს → გაათავისუფლეს using AWB
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის pt:Cirilo de Alexandria; cosmetic changes
ხაზი 32:
ალექსანდრიის პატრიარქი [[თეოფილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|თეოფილე]], წმინდა კირილეს ბიძა, [[იოანე ოქროპირი]]ს მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც იგი განსაჯა. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა [[ისიდორე პელუსიოტელი|ისიდორე პელუსიოტელმა]] (ხს. 17 თებერვალს) არაერთხელ მიმართა კირილეს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიქში შეეტანა, მაგრამ ამაოდ. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, ძილში კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როდესაც შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი. ამის შემდეგ კირილემ შეინანა იოანე ოქროპირის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
== ლიტერატურა ==
* „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
 
ხაზი 41:
[[კატეგორია:ალექსანდრიის პატრიარქები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 444]]
 
{{Link FA|pt}}