დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

=== 1054 წლის სქიზმა ===
შემდეგი მნიშვნელოვანი კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა [[ნორმანები]] [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაბატონდნენ მანამდე ბიზანტიურ და დიდწილად [[ბერძნული ენა|ბერძნულენოვან]] სამხრეთ იტალიაში. პაპმა [[ლეო IX]]-მ პროვინციის ბიზანტიელ მმართველს დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიის ეკლესიები ბიზანტიურიდან რომაულ მსახურების წესსზე გადავიდოდნენ, რაც გულისხმობდა [[ზიარება|ზიარებისას]] უფუარი პურის გამოყენებას, [[ლათინური ენა|ლათინურ ენას]] ლიტურგიაზე და [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსში]] ცვლილების შეტანას — ფილიოკვეს დამატებას. ამგვარი მოთხოვნის მიზანი სამხრეთ იტალიაზე რომის იურისდიქციის დე-ფაქტო განხორციელება იყო. ამ შემოთავაზებას რეგიონის მმართველი დათანხმდა, თუმცა წინააღმდეგი იყო სამღვდელოება. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა [[მიქაელ I კერულარიოსი|მიქაელ I-მა]], თავის მხრივ ბიზანტიურ წესზე გადაიყვანა კონსტანტინოპოლის ლათინური ეკლესიები (რომლებიც ძირითადად დასავლეთიდან ჩამოსულ ელჩებს, ვაჭრებს და ა. შ. ემსახურებოდა), ხოლო რომელი ეკლესიაც შეეწინააღმდეგებოდა, უნდა დახურულიყო.
 
კონფლიქტის მოსაგვარებლად რომიდან კონსტანტინოპოლში გააგზავნეს მბრძანებლურად განწყობილი [[კარდინალი]] [[ჰუმბერტ სილვა-კანდიდელი]], რომელიც პაპის შეუზღუდავი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი თეორიტიკოსი იყო. ჰუმბერტმა კონსტანტინოპოლში ჩაიტანა სინამდვილეში მის მიერვე დაწერილი წერილი ლეგიტიმაციის სახით, რომელშიც „პაპი“ განმარტავდა, რომ მისი იურისდიქცია კონსტანტინოპოლის პატრიარქზეც ვრცელდებოდა. იგი უარყოფდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის წოდებას, ეჭვი შეჰქონდა მის მადლმოსილებაში, აგინებდა [[მონაზონს]] (ბერს), რომელიც აღმოსავლურ ჩვეულებებს იცავდა (მისი თქმით, იგი, სავარაუდოდ, [[ბორდელი|ბორდელში]] იშვა), მოითხოვდა იმ მრავალ „ცდომილებათა“ შესწორებას, რომლებიც რომის ეკლესიამ, მისი თქმით, დიდი ხნის წინ უარყო. რადგან, გასაგებ მიზეზთა გამო, მოლაპარაკებებს წარმატებული შედეგი არ მოჰყოლია, ჰუმბერტმა 1054 წლის [[16 ივლისი|16 ივლისს]], ერთ-ერთი კამათის დროს, [[აია სოფია]]ს [[საკურთხეველი|საკურთხეველზე]] დადო ბულა, რომელიც რომისაგან განკვეთილად აცხადებდა მიქაელ კერულარიოსსა და სხვა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.
 
== ლიტერატურა ==