ფული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის la:Pecunia; cosmetic changes
ხაზი 9:
[[ნეოლითის ეპოქა|ნეოლითის ეპოქის]] მწარმოებელი სოციალური ელემენტი, გარკვეულწილად, უნივერსალია – ის ერთდროულად [[მიწათმოქმედება|მიწათმოქმედია]], [[მესაქონლეობა|მესაქონლეც]], [[ხელოსანი (მოხელე)|ხელოსანი]]; ახორციელებს პრიმიტიულ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას. შემდგომი სოციალური ისტორია ამ ფუნქციების ეტაპობრივი აბსტრაჰირება – გამოყოფაა. ადრეული მეტალების ხანაში კი ყალიბდება ეკონომიკურ – გეოგრაფიული სისტემები მიკრორეგიონალური სპეციალიზაციით; სხვა სიტყვებით, ადგილი აქვს საქონელბრუნვის დაფუძნება – გენეზისს. მწარმოებლის საწარმოო პროცესიდან მოწყვეტა არ იყო სასურველი. სამხარეთაშორისო ეკონომიკური მიმართებების რეალიზაციისათვის იქმნება სპეციალური სოციალური ფენა – ესენი ვაჭრები არიან. ამ კატეგორიის და სასაქონლო ეკვივალენტის გენეზისი სინქრონული პროცესია.
 
სასაქონლო ეკვივალენტის ადრეული სტადიის ნიმუშები [[საქართველო|ქართულ]] სინამდვილეში ასეთია: 1) მსხვილფეხა პირუტყვი; ეს კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ტერმინი „ხვასტაგი“ აღნიშნავდა ფულსაც და რქოსან საქონელსაც. 2) [[კოლხური ბრინჯაოს ცულები]] (ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურული). ისინი გვხვდება განძის სახითაც, ეს ფაქტი საოცრად ნიშანდობლივია, ე. ი. სასაქონლო ეკვივალენტის ფუნქციას კონკრეტულ ეტაპზე სპილენძის სასაქონლო მარაგი ასრულებს. გათვალისწინებულია რა ეკვივალენტის ბრუნვის სისწრაფე, სპილენძის ფაქტურისაგან დამზადებული სახმარი ღირებულებების მხოლოდ ერთი ნაწილია ფული – [[ცული|ცულები]]; ზოგჯერ, ალბათ, [[ბეჭედი|ბეჭდებიც]] და ა. შ. 3) საწმისი, ანუ [[ცხვარი|ცხვრის]] [[ტყავი]] [[მატყლი]]თურთ. ვალუტად ქცეული კონკრეტული ფორმა უკვე [[ოქროს საწმისი]]ა – [[კოლხეთის სამეფო|კოლხთა]] დიდების სიმბოლო. სპილენძის ორმაგი ცული, თუ საწმისი მიკენური სასაქონლო ეკვივალენტია, რაც ძალზე სიმპტომატური მომენტია.
 
სავალუტო ფენომენის გენეზისი სასაქონლო ეკვივალენტის ტონაჟს სერიოზულად ამცირებს, ყოველივე საოცრად მოსახერხებელი იყო. საცალო ვაჭრობის შეფარდებითად განუვითარებლობამ კი ძვირფასი მეტალის ზრდის კატეგორიას მიანიჭა თავდაპირველ ეტაპზე უპირატესობა. პროგრესს კონკრეტული კუთხით მონეტის, ანუ ჭრილი ფულის, სამონეტო საქმის გენეზისამდე მივყავართ. ელინური კუნძული [[ეგინა (კუნძული)|ეგინა]] და მცირეაზიური ქვეყანა [[ლიდია]] სამონეტო საქმის პიონერებადაა მიჩნეული. ამ რევოლუციას კი ადგილი ჰქონდა ძვ. წ. VII ს–ში. სამონეტო ფაქტურა ჯერ, ძირითადად, ვერცხლია. ამას თავისი მიზეზები გააჩნდა. კონკრეტული მეტალი ყოველთვის სავალუტო მარაგის უმეტესი ნაწილია. წარმოების ევოლუციის შეფარდებითად დაბალ საფეხურზე კი ოქროს შეფარდებითად მაღალი კურსი საზოგადოებრივი პროდუქტის განაწილების სფეროში რიგ სირთულეს გამოიწვევდა. საერთო დიალექტიკური სურათი კი ასეთია: 1) ვერცხლის მონომეტალიზმი; 2) ბიმეტალიზმი; 3) ოქროს მონომეტალიზმი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ფორექსი]]
* [[ნუმიზმატიკა]]
* [[გადასახადი]]
 
== სქოლიო ==
ხაზი 26:
[[კატეგორია:ფული]]
[[კატეგორია:მონეტარული ეკონომიკა]]
 
{{Link FA|la}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფული“-დან