აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის krc:Африка; cosmetic changes
ხაზი 14:
}}
 
'''აფრიკა''' — [[დედამიწა|დედამიწის]] ერთ-ერთი [[კონტინენტი]]. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ [[ევრაზია]]ს. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.
 
აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ [[ადამიანი]]ს წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის [[Sahelanthropus tchadensis]], [[Africanus]], [[Homo Erectus]], რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.
ხაზი 28:
{{მთავარი|აფრიკის გეოგრაფია}}
[[ფაილი:Topography of africa.jpg|thumb|200px|აფრიკის ტოპოგრაფია]]
აფრიკას გარს ეკვრის [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის]] და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის]] ოკეანეები, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა]] და [[წითელი ზღვა|წითელი]] ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა [[გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის]] ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც [[სუეცის არხი]]ა გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის [[ევროპა|ევროპის]] სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).
 
აფრიკას ეკუთვნის [[კუნძული|კუნძულები]]: [[მადაგასკარი]], [[პემბა]], [[ზანზიბარი]], [[მაფია (კუნძული)|მაფია]], [[სოკორტა]], [[მასკარენის კუძულები|მასკარენის]], [[ამირანტის კუნძულები|ამირანტის]], [[სეიშელის კუნძულები|სეიშელის]], [[კომორის კუნძულები|კომორის]], [[მადეირა (კუნძულები)|მადეირა]], [[კაბო-ვერდე|მწვანე კონცხის]], [[კანარის კუნძულები|კანარის]], [[პრინსიპი]], [[სან-ტომე]], [[ანობონი]], [[ფერნანდო-პო]], [[ამაღლების კუნძული|ამაღლების]], [[წმინდა ელენეს კუნძული|წმ. ელენეს]], [[ტრისტან-და-კუნია]].
ხაზი 42:
უმაღლესი მწვერვალია [[კილიმანჯარო]] (5895 მ.).
 
აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი [[უდაბნო]] [[საჰარა]].
 
ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
ხაზი 63:
[[კონტინენტი]]ს ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე [[ატლასი|ატლასის მთები]] მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი [[ქედი|ქედები]] ახალგაზრდაა და ის [[ალპები]]ს და [[კავკასიონი]]ს მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი [[კაპის მთები|კაპის]] ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები - [[კილიმანჯარო]], [[კენია (მთა)|კენია]] და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვით ''"მბრწყინავს მთას"'' ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად [[ეკვატორული სარტყელი|ეკვატორულ სარტყელში]] მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.
 
აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია [[მადნეული]] სასარგებლო წიაღისეულით. [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთ]] და [[აღმოსავლეთი აფრიკა|აღმოსავლეთ]] აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია [[ბოქსიტები]]თ, [[ურანი]]თ, [[გარგანეცი]]თ, [[ოქრო]]თი [[პლატინა|პლატინით]], [[შავი ლითონები]]თ და სხვ.
 
კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება: [[ქვანახშირი]], სხვადასხვა სახის [[მარილი]] და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა და [[გვინეის ყურე|გვინეის ყურის]] სანაპიროებზე აღმოჩენილია [[ნავთობი]]ს დიდი მარაგი. აფრიკა მდიდარია [[ფოსფორიტები]]თ, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარებს.
ხაზი 94:
[[ეკვატორული ტყე]] ბევრი ძვირფასი [[მცენარეები|მცენარის]] სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია [[ზეთის პალმა]], რომლის ნაყოფისგან [[პალმითი|პალმითს]] ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, [[აბანოზის ხე]]. ეკვატორული ტყეების [[ცხოველი|ცხოველთა]] სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. [[ფრინველები]]ს [[მწერი|მწერების]] და [[მღრღნელები]]ს გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი [[მაიმუნები]], მათ შორის [[შიმპანზე]]ები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, [[ანთარი (გვარი)|ანთარი]], წვრილჩლიქოსნები - [[აფრიკული ირემი]], რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. [[კატა|კატის]] ზომის [[ჯუჯა ანტილოპა]] და სხვ. ტყისპირეებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება [[დედამიწა|დედამიწის]] ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, [[ჯუჯა ბეჰემოთი]], [[ჟირაფი]]ს მონათესავე [[ოკაპი]], რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია [[ავაზა]], მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობს [[გორილა|გორილები]]. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია [[ჭიანჭველა|ჭიანჭველები]]. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული [[მომთაბარე ჭიანჭველები]], გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში [[მწერი|მწერების]] დიდი რაოდენობაა
[[ფაილი:Phoenix dactylifera2.jpg|thumb|left|ფინიკის პალმა [[საჰარა]]ში, [[ერგ-შები]]ს ოაზისი.]]
[[ნახევარუდაბნოები]]ს საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებული [[სავანა]]. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა - [[ბაობაბი]]. მას სავანის დარჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევაგაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშარალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტური [[ხე|ხეა]], მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს. [[მსოფლიო]]ში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები: [[ანტილოპები|ანტილოპის]] სხვადასხვა სახეობა, [[ზებრა]], [[ჟირაფი]], ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველი [[სპილო]], [[გარეული კამეჩი]], [[მარტორქა]], მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდება [[ბეჰემოთი]].
 
დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული [[ფაუნა|ფაუნის]] დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: [[გეპარდი]], [[ტურა]], [[ავაზა]], [[ლომი]]. მდინარეებში ბინადრობს [[ნიანგი]]. სავანა ძალიან მდიდარია [[ფრინველები]]თ. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი - [[მენექტრე]], აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი [[სირაქლემასნაირნი|აფრიკული სირაქლემა]]. ასევეა [[მარიბუ]], რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი [[თერმიტი]]ა. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს [[ბუზი]] [[ცეცე]]. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.
ხაზი 120:
დაახლოებით [[ძვ. წ. 3100]] ყალიბდება [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, რომელმაც [[ფარაონი|ფარაონების]] მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს [[ძვ.წ. მეორე ათასწლეულის]] მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო ([[ძვ. წ. 1567]]-[[ძვ. წ. 1085]])).
 
[[სუბ-საჰარული აფრიკა|სუბ-საჰარულ]] აფრიკაში მიწათმოქმედი ხალხი [[ბანტუს ხალხი|ბანტუ]] იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებული [[ქოზიანური]] მოსახლეობა ([[ბუშმენები]], [[ჰოტენტოტები]]) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.
 
[[ძვ. წ. I ათასწლეული|ძვ. წ. I ათასწლეულში]] ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა [[ფინიკიელები]]ს, [[ძველი საბერძნეთი|ბერძნების]] და მოგვიანებით [[ძველი რომი|რომაელების]] კოლონიები. თავდაპირველად ერთ-ერთი ესეთი კოლონია - [[კართაგენი]], [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში რომის რესპუბლიკის მიერ მის განადგურებამდე, თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. [[V საუკუნე]]მდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დაცემის შემდეგ იგი [[ვანდალები|ვანდალებმა]] დაიპყრეს, მისი ნაწილი კი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] შემადგენლობაში დარჩა. [[VII საუკუნე]]ში ჩრდილოეთი აფრიკა დაიპყრეს [[არაბები|არაბებმა]], რის შედეგად აქ [[ისლამი]] გავრცელდა.
ხაზი 141:
 
ახალგაზრდა სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმარისი არ აღმოჩნდა მათი სრული განვითარებისთვის. ბევრ ქვეყანაში
შენარჩუნებული იქნა ყოფილი [[მეტროპოლია|მეტროპოლიის]] ეკონომიკური პოზიციები, აგრეთვე მათი სამხედრო ბაზები და ჯარები. ახალგაზრდა ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო ანუ ოფიციალური ენაც კი ყოფილი მეტროპოლიის ენა გახდა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით ჩამორჩენილი [[ეკონომიკა]] მიიღეს. ამიტომ მათი უმრავლესობის ეკონომიკა მრავაწყობიანია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური. [[რევოლუცია|რევოლუციები]] და [[ხუნტა|სახელმწიფო გადატრიალებები]] და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, აფრიკის უმეტესი ქვეყნების დამახასიათებელი ნიშნებია. ამით ისინი, [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ქვეყნებთან ერთად, განსხვავდებიან დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან. [[ფაილი:Punch Rhodes Colossus.png|thumb|left|200px|როდოსისი კოლოსი (ინგლისური კარიკატურა).]] ამიტომ აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს უწოდებენ [[მესამე სამყარო]]ს ან კიდევ [[განვითარებადი ქვეყნები|განვითარებად ქვეყნებს]]. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ზეგავლენის, არამედ, პირველ რიგში, მათი საკუთრი ჩამორჩენილობის შედეგი იყო.
 
ჩამორჩენილობას ხელს უწყობდა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არქაული ფორმების ბატონობა, [[მოსახლეობა|მოსახლეობის]] უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინარობა, კომუნიკაციების და კავშირის საშუალებების განუვითარებლობა.
ხაზი 173:
აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული [[სახელმწიფო]]ა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო [[ხუნტა|სამოქალაქო ომები]], რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ [[გენოციდი|გენოციდში]] გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა [[დიქტატურა|დიქტატორული რეჟიმები]]. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.
 
[[აფრიკის კავშირი]] არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავს [[მაროკო]]ს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა [[2001]] წლის [[26 ივნისი|26 ივნისს]] შტაბ-ბინით [[ადის-აბება]]ში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტი [[მიდრანდი|მიდრანდში]] გავიდა, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკაში]], თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.
 
პრეზიდენტი [[გერტრუდ იბენგვე მონგელა]] აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა [[2004]] წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. 21% წევრებისა ქალია.
ხაზი 686:
[[საჰარა|საჰარის]] ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას ([[არაბები]], [[ბერბერები]]). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა [[არაბული ენა]] და [[ისლამი]].
 
საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა [[ბანტუ]]ს ენებზე ([[ნიგერ-კონგოს ენები|ნიგერ-კონგოს]] ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ [[აფრო-აზიული ენები|აფრო-აზიულ]] ენებზე მოლაპარაკე [[ეთიოპია|ეთიოპელები]] და [[სომალი|სომალელები]], ასევე სხვადასხვა [[ნილო-საჰარული ენები|ნილო-საჰარულ]] ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან [[ჰოტენტოტები]] და [[ბუშმენები]], რომელთაც [[ბანტუს ხალხი|ბანტუს]] ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.
 
ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის]] თეთრკანიანები ([[აფრიკანერები]], ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).
ხაზი 732:
 
=== უდაბნოს ბარიერი ===
ძვ.წ. 8000 წელს [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკის]] გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა [[ქვის ხანა|ქვის ხანის]] ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ.წ. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდა [[საჰარა]]ს ვრცელი [[უდაბნო]]. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა. ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად. ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულტურა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით ([[ძველი საბერძნეთი|ბერძნული]] და [[რომის რესპუბლიკა|რომაული]]), ხოლო შემდგომ [[არაბთა იმპერია|ისლამური]] სამყაროს კვალდაკვალ.
 
აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცველ ტერიტორიებს, მაღალ [[ზეგანი|ზეგნებზე]] მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარ [[ჩანჩქერი|ჩანჩქერებად]], რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას. მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა. [[ძვ. წ. 200|ძვ.წ. 200]] წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყეს [[რკინა|რკინის]] დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა [[1200|ახ.წ. 1200]] წელს მხოლოდ [[პიგმეები]] და [[ბუშმენები]]ღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა, [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.
ხაზი 741:
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[აფროევრაზია]]
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 793:
 
{{Link FA|hi}}
{{Link FA|krc}}
{{Link FA|yo}}
{{Link GA|ja}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან