დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

პირველი კონფლიქტი 857 წელს დაიწყო. იმპერატორმა [[მიხეილ III (ბიზანტია)|მიქაელ III-მ]] პატრიარქი [[ეგნატე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ეგნატე I]] გადააყენა და მისი ადგილი დაიკავა თეოლოგმა [[ფოტიოს I|ფოტიოსმა]]. კონსტანტინოპოლის 861 წლის კრებაზე ფოტიოსი აღიარებულ იქნა, მათ შორის პაპის ლეგატების მიერაც. მიუხედავად ამისა, რომის პაპმა [[ნიკოლოზ I (პაპი)|ნიკოლოზ I-მა]] 862 წელს რომში კიდევ სხვა კრება მოიწვია, რომელმაც ფოტიოსი გადაყენებულად ცნო; ეს გადაწყვეტილება პაპმა აბსოლუტური მმართველის ტონით კონსტანტინოპოლში გაგზავნა, თუმცა იქ იმპერატორმა და პატრიარქმა მას ყურადღება არ მიაქციეს.
 
ფოტიოსი ხელს უწყობდა [[სლავები]]ს ქრისტიანულად მოქცევას. ამ მიზნით მან [[მორავია]]ში გააგზავნა თესალონიკელი ძმები [[კირილე და მეთოდე]]. მორიგი კონფლიქტი ფოტიოსსა და პაპს შორის წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზ I-მა აგრეთვე მორავიაში მიავლინა ფრანკი მისიონერები, რომლებიც ხალხს [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსს]] ასწავლიდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]] შემუშავებული [[ფილიოკვეს]]<ref group="შენიშვნა">ფილიოკვე — [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსის]] თავდაპირველ ტექსტში მოგვიანებით გაკეთებული ჩანართი, რომელის მიხედვითაც სულიწმინდა არა მარტო მამისაგან, არამედ ძისაგანაც „გამოვალს“. ფილიოკვეს დღეს აღიარებს კათოლიკური ეკლესია, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას დოგმატურ ცდომილებად მიიჩნევს.</ref> შემადგენლობით — ამ დრომდე რომი ფილიოკვესთან დაკავშირებით ნეიტრალური იყო ანდა საერთოდ უარყოფდა მას. ფოტიოსმა, რომელიც ბრწყინვალე თეოლოგადაა მიჩნეული, შეიმუშავა [[მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე]] (ენციკლიკა) და მოიწვია კრება [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]], სადაც პაპი ნიკოლოზი განკვეთილ იქნა.
 
867 წელს პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა, ხოლო ფოტიოსი პატრიარქობიდან გადააყენეს. მალევე, [[კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება]]მ ფოტიოსის გადაყენება დაადასტურა და [[ბულგარეთი]] კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. ეს კრება მოგვიანებით დასავლეთში პოლიტიკური მიზეზების გამო გამოაცხადეს „მსოფლიო საეკლესიო კრებად“, თუმცა აღმოსავლეთში მას ასეთი სტატუსი არ აქვს.