ქვეწარმავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის fr:Reptile; cosmetic changes
(ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 2501440 ვერსია დაბრუნდება Medgeorgia ვერსიაზე)
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის fr:Reptile; cosmetic changes)
უდაბნოს ქვიშაში მცხოვრები ქვეწარმავლები მცხუნვარე მზის ქვეშ დაცულნი არიან გამოშრობისაგან, ვინაიდან მათი გარეგანი საფარველი გამძლეა, მკვრივი და ცხოველს დაზიანებისა და წყლის დაკარგვისაგან იცავს, ე.ი. ცხოველის გამოშრობა არ ხდება. [[გველები]]ს სხეული დაფარულია რქოვანი ქერცლებით, [[ნიანგი]]სა და [[კუ]]ს სხეული დაფარულია რქოვანი ფარებით. სხეულის რქოვანა გარსი არ იზრდება, ამიტომ ცხოველის ზრდასთან ერთად ის სკდება. [[გველები]]ს სხეულიდან ძველი კანი ცვივა პატარა ან დიდ ნაჭრებად. ახალი რქოვანა გარსი წარმოიქმნება ძველის ქვეშ, კანის ზედა შრიდან. კანის გარე საფარველის გამოცვლას - კანის ცვლა ეწოდება. ქვეწარმავლები კანს იცვლიან.
 
რამდენადაც განსხვავებულია ქვეწარმავლების სახეობები და მათი ცხოვრების ნირი, იმდენად განსხვავებულია მათი კვება. რეპტილიები საკვებად ძირითადად სხვა ცხოველებს იყენებენ. გველი ნადირობს მსხვილ ცხოველებზე. მაგალითად: [[ჩვეულებრივი ანკარა]] წყალსატევებში იჭერს ბაყაყებს, [[გველგესლები|გველგესლა]] ჯერ [[შხამი]]თ კლავს მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს.
 
რეპტილიები [[ფრინველები|ფრინველებთან]] და [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებთან]] ერთად განეკუთვნებიან უმაღლეს ხერხემლიანებს - [[ამნიონიანები|ამნიონიანებს]], რომელთა შორისაც ისინი უმდაბლეს ჯგუფს შეადგენენ.
 
[[კატეგორია:ქვეწარმავლები]]
 
{{Link FA|fr}}
77 653

რედაქტირება