დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
პირველი კონფლიქტი 857 წელს დაიწყო. იმპერატორმა [[მიხეილ III (ბიზანტია)|მიქაელ III-მ]] პატრიარქი [[ეგნატე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ეგნატე I]] გადააყენა და მისი ადგილი დაიკავა თეოლოგმა [[ფოტიოს I|ფოტიოსმა]]. კონსტანტინოპოლის 861 წლის კრებაზე ფოტიოსი აღიარებულ იქნა, მათ შორის პაპის ლეგატების მიერაც. მიუხედავად ამისა, რომის პაპმა [[ნიკოლოზ I (პაპი)|ნიკოლოზ I-მა]] 862 წელს რომში კიდევ სხვა კრება მოიწვია, რომელმაც ფოტიოსი გადაყენებულად ცნო; ეს გადაწყვეტილება პაპმა აბსოლუტური მმართველის ტონით კონსტანტინოპოლში გაგზავნა, თუმცა იქ იმპერატორმა და პატრიარქმა მას ყურადღება არ მიაქციეს.
 
ფოტიოსი ხელს უწყობდა [[სლავები]]ს ქრისტიანულად მოქცევას. ამ მიზნით მან [[მორავია]]ში გააგზავნა თესალონიკელი ძმები [[კირილე და მეთოდე]]. მორიგი კონფლიქტი ფოტიოსსა და პაპს შორის წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზ I-მა აგრეთვე მორავიაში მიავლინა ფრანკი მისიონერები, რომლებიც ხალხს [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსს]] ასწავლიდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]] შემუშავებული [[ფილიოკვეს]]<ref group="შენიშვნა">ფილიოკვე — [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსის]] თავდაპირველ ტექსტში მოგვიანებით გაკეთებული ჩანართი, რომელის მიხედვითაც სულიწმინდა არა მარტო მამისაგან, არამედ ძისაგანაც „გამოვალს“. ფილიოკვეს აღიარებს კათოლიკური ეკლესია, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას დოგმატურ ცდომილებად მიიჩნევს.</ref>
 
== ლიტერატურა ==