დეივიდ ჰერბერტ ლორენსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის es:D. H. Lawrence; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:D H Lawrence passport photograph.jpg|მინი|250პქ|დეივიდ ჰერბერტ ლორენსი]]
'''დეივიდ ჰერბერტ ლორენსი''' ({{lang-en|David Herbert Lawrence}}; დ. [[11 სექტემბერი]], [[1885]], [[ისტვუდი]], — გ. [[2 მარტი]], [[1930]], [[ვანსი |ვანსი]], [[საფრანგეთი]]) — [[ინგლისელი]] [[მწერალი]]. [[1909]] წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. სახელი გაითქვა პირველივე [[რომანი (პროზა)|რომანირომანით]] „თეთრი ფარშავანგი“ ([[1911]]). ლორენსის ყველაზე საინტერესო რომანია „ვაჟიშვილები და საყვარლები“ ([[1913]]). აღსანიშნავია აგრეთვე რომანები „ცისარტყელა“ ([[1915]]), „შეყვარებული ქალები“ ([[1920]]), „აარონის კვერთხი“ ([[1922]]), „კენგურუ“ ([[1923]]), „ლედი ჩატერლის საყვარელი“ ([[1928]]) და სხვა. ამ რომანებში ლორენსი ილაშქრებს დრომოჭმული ვიქტორიანული მორალის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიულ]] სამყაროს „მექანისტურ ცივილიზაციას“, რადგან იგი, მისი აზრით, აჩლუნგებს [[ადამიანი]]ს ინსტინქტურ საწყისს. ლორენსის [[ესთეტიკა|ესთეტიკის]] საფუძველია ბუნებრიობის [[აპათეოსი]] და [[სამყარო]]ს სენსუალური აღქმა. ფონად იგი ხშირად იყენებს სოციალურ ელემენტებს. ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიულობისათვის ბრძოლაში იგი მიმართავდა [[ფროიდიზმი|ფროიდიზმსაც]], თუმცა ფროიდისტი [[მწერალი]] არასოდეს ყოფილა. საუკუნეებით გამომუშავებული ყალბი ბურჟუაზიული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ ლორენსი იბრძოდა ადამიანის სხეულის ემანსიპაციისათვის. ლორენსის შემოქმედებამ, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, უდიდესი გავლენა მოახდინა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ინგლისური რომანის განვითარებაზე.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|6|292}}
 
ხაზი 9:
[[კატეგორია:დაბადებული 1885]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1930]]
 
{{Link FA|es}}