დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
[[სარწმუნოების სიმბოლო|ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს]] (მრწამსს) დასავლეთში სულიწმინდის გამომავლობასთან დაკავშირებით დაამატეს სიტყვები „და ძისაგან“ ([[ფილიოკვე|Filioque]]), აღმოსავლურმა ეკლესიამ კი მრწამსის თავდაპირველი ტექსტი დღემდე შეინარჩუნა. ეს უკვე იყო ის კონკრეტული თეოლოგიური კონფლიქტი, რომლეზეც არ შეიძლება ითქვას, რომ დასავლური და აღმოსავლური შეხედულებები ერთმანეთს ავსებს — ისინი ურთიერთწინააღმდეგობრივია.
 
განსხვავებულად იქნა აღქმული [[ეპისკოპოსი|საეპისკოპოსო]] ხელისუფლების მნიშვნელობაც: აღმოსავლეთში რამდენიმე ადგილობრივი ეკლესია იყო, რომელიც [[მოციქული]]ს მიერ დაარსებულად მიიჩნეოდა, აქედან გამომდინარე ყველა ეპისკოპოსი პრინციპულად თანაბარი უფლებების მატარებელი იყო (და დღემდე ასეა). საეკლესიო საკითხებზე ზოგადი, საერთო გადაწყვეტილებები მხოლოდ [[მსოფლიო საეკლესიო კრება|მსოფლიო საეკლესიო კრების]] მიერ მიიღებოდა, შემდეგ კი საჭირო იყო ხალხის მიერ მათი აღიარება. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში რომის ეკლესია ერთადერთი იყო, რომელიც მოციქულმა დააარსა და ამის საფუძველზე რომის ეპისკოპოსს (პაპს) ერთგვარი მონარქიული, განსაკუთრებული ადგილი მიენიჭა. აღმოსავლეთის ეკლესიებს, რომლებიც რომის ეპისკოპოსს ტრადიციულად ყოველთვის უთმობდნენ პირობით საპატიო პირველობას, არასდროს გამოთქვამდნენ პრეტენზიას მის მონარქიულ ხელისუფლებაზე მანამ, სანამ იგი შემოიფარგლებოდა დასავლეთით, ე. ი. რომის საპატრიარქოთი. რომის ეპისკოპოსებს კი სულ უფრო და უფრო უყალიბდებოდათ ის აზრი, რომ მათი აბსოლუტური ავტორიტეტი არა მარტო დასავლეთზე, არამედ მთლიან ეკლესიაზე უნდა გავრცელებულიყო; როდესაც აღმოსავლეთის ეპისკოპოსებმა პირველად იგრძნეს თავი რომის ქვეშევრდომების როლში, მათ გაუჩნდათ კითხვა, თუ რომელმა საეკლესიო კრებამ დაადგინა ამგვარი მდგომარეობა — ეს კითხვა კი დასავლეთმა შეაფასა, როგორც უადგილო. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ისე განვიტარდა, რომ აღმოსავლურ-დასავლური შეხედულებანი წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან