|
|
| ncbi =
}}
'''ვირთაგვა''' (Rattus) — [[თაგვისებრნი|თაგვისებრთა]] ოჯახის [[მღრღნელები|მღრღნელების]]ს გვარი. აქვთ 10-30 სმ სიგრძის სხეული, რქოვანი ქერცლით დაფარული [[კუდი]], წაგრძელებული [[დინგი]], დიდი ყურები. გვარში 60-მდე კოსმოპოლიტური სახეობაა. ზოგი მათგანი, კერძოდ, [[რუხი ვირთაგვა]] (Rattus norvegicus), ნამდვილი სინანთროპია და ადამიანის მიერ უნებურადაა განსახლებული მთელ მსოფლიოში. [[საქართველო]]ში ფართოდ არის გავრცელებული [[შავი ვირთაგვა]] და რუხი ვირთაგვა. ადამიანის სამოსახლოს გარდა ვირთაგვები გვხვდებიან ბუნებრივ პირობებშიც. წელიწადში 3-4-ჯერ მრავლდებიან. შობენ 5-15 ნაშიერს, რომლებიც 3-4 თვის ასაკში იწყებენ გამრავლებას. მრავალჭამიები არიან. გადააქვთ სხვადასხვა ინფექციური დაავადება და ჰელმინთები. მათ ყველგან ებრძვიან და სპობენ.
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[სინანთროპული ორგანიზმები]]
* [[დერატიზაცია]]
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 4, გვ. 417, თბ., 1979
[[კატეგორია:თაგვისებრნი]]
{{Link FA|af}}
[[fr:Rat]]
|