ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: კურტის → კერტის (4) using AWB
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის af:Andromeda-sterrestelsel; cosmetic changes
ხაზი 29:
 
[[ფაილი:Pic iroberts1.jpg|thumb|250px|right|"დიდებული ანდრომედას ნისლეული" ისააკ რობერტსისგან]]
ანდრომედას პირველი ფოტო-სურათები გადაიღო 1887 წელს ისააკ რობერტსმა თავისი პირადი ობსერვატორიიდან, რომელიც [[ინგლისი|ინგლისში]], კერძოდ კი სუსექსში მდებარეობდა. დიდხნიანმა ექსპოზიციამ საშუალება მისცა მეცნიერს, ისტორიაში პირველად დაენახა გალაქტიკის სპირალური სტრუქტურა. თუმცა, იმ დროისთვის ეს ობიექტი მაინც მიჩნეული იყო, როგორც ნისლეული ჩვენს გალაქტიკაში და მეცნიერმა არასწორად დაიჯერა, რომ M31 მსგავსი სპირალური ნისლეული სინამდვილეში ვარსკვლავური სისტემები იყვნენ, რომელსაც ჰყავდათ [[პლანეტა|პლანეტები]] გარშემო თავიანთი [[თანამგზავრი|თანამგზავრებით]]. ამ ობიექტის სიჩქარე ჩვენს [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] მიმართ 1912 წელს გაზომა ვესტო სლიფერმა ლოუელის ობსერვატორიაში, სპექტროსკოპის გამოყენებით. შედეგი იყო იმ დროისთვის რეკორდული სიჩქარე - 300 კმ/წმ. ანდრომედა [[მზე|მზის]] მიმართულებით მოდიოდა ამ [[სიჩქარე|სიჩქარით.]]
 
=== კუნძულისებრი სამყარო ===
ხაზი 35:
1917 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჰებერ კერტისმა M31-ში სუპერნოვა დაინახა. სხვა ფოტოების მიღების შემდეგ, მეცნიერმა 11 ახალი სუპერნოვა აღმოაჩინა. კერტისმა შენიშნა, რომ ეს სუპერნოვები, საშუალოდ, 10 მაგნიტუდით მკრთალი იყო, ვიდრე სხვები, რომელიც ცის სხვა ადგილებში ხდებოდა. შედეგად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ობიექტი დაშორებულია 500 000 [[სინათლის წელიწადი]]თ (3,2x10<sup>10</sup> [[ასტრონომიული ერთეული|ა.ე.]]). ის გახდა ე.წ. "კუნძულისებრი სამყაროს" ჰიპოთეზის დამცველი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ სპირალური ნისლეულები სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყვნენ.
[[ფაილი:Stars in the Andromeda Galaxy's disc.jpg|thumb|250px|right|ვარსკვლავები ანდრომედას გალაქტიკის დისკოში]]
1920 წელს, "დიდი დებატები" გაჩნდა კერტისსა და ჰერლოუ შეფლის შორის. ისინი კამათობდნენ "ირმის ნახტომის", სპირალური ნისლეულების, და სამყაროს განზომილებების შესახებ. კერტისს რომ დაემტკიცებინა, რომ "დიდებული ანდრომედას ნისლეული" იყო სხვა გალაქტიკა, მან ასევე ახსენა ბნელი ბილიკების სტრუქტურა, რომელიც ძალიან გავდა მტვრის ღრუბლებს ჩვენ გალაქტიკაში, ისევე როგორც [[დოპლერის ეფექტი]] ([[წითელი ძვრა|წითელი წანაცვლება]]). 1922 წელს, ერნსტ ოპიკმა წამოაყენა ძალიან ელეგანტური და უბრალო მეთოდი M31-მდე მანძილის დასადგენად. მიღებულმა შედეგმა, ანდრომედას ნისლეული ჩვენი გალაქტიკიდან "გააგდო" დაახლოებით 450 000 პარსეკამდე, რომელიც დაახლოებით არის 1 500 000 [[სინათლის წელიწადი]] (ანუ აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით შორს იყო). [[ჰაბლი, ედუინ|ედვინ ჰაბლმა]] წარმოქმნა დებატები 1925 წელს, როდესაც მან M31-ის ასტრონომიულ ფოტოებზე ამოიცნო ექსტრაგალაქტიკური "ცეფეიდები" (ცვალებადი ნათობის მქონე ვარსკვლავები) . ეს ფოტოები მიიღეს 2,5 მეტრი დიამეტრის სარკიანი "ჰუკერის ტელესკოპიდან". ამ ტელესკოპმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ ანდრომედამდე მანძილი. ჰაბლის გაზომვებმა და კვლევებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი არ იყო ვარსკვლავთგროვა ან გაზი ჩვენს გალაქტიკაში. ის იყო სრულიად სხვა გალაქტიკა, რომელიც დიდი მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. რადგანაც M31 უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, ის მნიშვნელოვან რილს თამაშობს გალაქტიკების შესწავლაში. 1943 წელს უალტერ ბაადე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადაჭრა ვარსკვლავების პრობლემა ანდრომედას ცენტრალურ რეგიონში. თავის დაკვირვებებით, მან შეძლო განესხვავებინა ვარსკვლავების ორი "დასახლება," რომელიც დაფუძნებული იყო ამ ვარსკვლავების მეტალური მდგომარეობაზე. მან "ახალგაზრდა" უწოდა მაღალი სიჩქარის ვარსკვლავები "I ტიპის დისკოში," ხოლო "მოხუცი" - წითელ ვარსკვლავებს "II ტიპის ბალჯში." ეს ნომენკლატურა შემდგომში გამოიყენეს "ირმის ნახტომში" (და არა მარტო) არსებული ვარსკვლავების შესწავლისთვის (ორი "დასახლების" არსებობა უფრო ადრე შეამჩნია [[|იან ურტი|იან ურტმა]]. დოქტორმა ბაადემ ასევე აღმოაჩინა, რომ არსებობდა ორი ტიპის "ცვალებადი ცეფეიდები", რომელმაც შედეგი გამოიღო M31-მდე მანძილის გაორმაგებაში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში.
 
რადიო გამოსხივებები ანდრომედადან პირველად დააფიქირეს [[ჰენბარი ბრაუნი|ჰენბარი ბრაუნმა]] და [[კირილ ჰაზარდი|კირილ ჰაზარდმა]] Jodrell Bank Observatory-ში 218 ფუტიანი "ტრანზიტული ტელესკოპის" გამოყენებით. მათ ამის შესახებ 1950 წელს განაცხადეს. გალაქტიკის პირველი რადიო რუკები შექმნეს [[ჯონ ბოლდვინი|ჯონ ბოლდვინმა]] და მისმა თანამშრომლებმა "კემბრიჯის რადიო ასტრონომიის ჯგუფიდან." ანდრომედას გალაქტიკის ბირთვს რადიოასტრონომიის კატალოგში - [[2C]] მოიხსენიებენ, როგორც [[2C 56]]. 2009 წელს ამ გალაქტიკაში მეცნიერებმა [[პლანეტა]] შეამჩნიეს [[გრავიტაციული ლინზირება|მიკროლინზირების]] მეთოდით, მაგრამ ის ჯერ [[კანდიდატი პლანეტა]]ა და პლანეტად აღიარების მოლოდინშია.
ხაზი 49:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons|Andromeda Galaxy}}
* [http://astronet.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D1/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%981/938-2012-06-01-19-29-22 ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღი]
* [http://blackholes.stardate.org/directory/factsheet.php?p=M31 '''StarDate''': M31 Fact Sheet]
* [http://simbad.u-strasbg.fr/sim-id.pl?Ident=M+31 Simbad data on M31]
* [http://www.seds.org/messier/m/m031.html Messier 31, SEDS Messier pages]
** [http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap981017.html A Giant Globular Cluster in M31] 1998 October 17.
** [http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap040718.html M31: The Andromeda Galaxy] 2004 July 18.
** [http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap051222.html Andromeda Island Universe] 2005 December 22.
** [http://apod.nasa.gov/apod/ap100109.html Andromeda Island Universe] 2010 January 9.
** [http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap100219.html WISE Infrared Andromeda] 2010 February 19
* [http://www.beskeen.com/gallery/galaxy/m31/m31.shtml M31 and it's central Nuclear Spiral]
* [http://www.starpointing.com/ccd/m31.html Amateur photography - M31]
ხაზი 65:
[[კატეგორია:ანდრომედას თანავარსკვლავედი]]
 
{{Link FA|af}}
{{Link FA|pl}}
{{Link GA|en}}