ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.226.10-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
Robot: yo:Ìmàle is a good article; cosmetic changes
ხაზი 3:
'''ისლამი''' ([[არაბული ენა|არაბ]]. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") — დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი [[რელიგია|რელიგიური აღმსარებლობა]]. ისლამის მიმდევარს ჰქვია [[მუსლიმი]] ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულზე]]. ფუძემდებელია [[მუჰამადი]], რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის ([[არაბული ენა|არაბულად]]: [[ალაჰი|ალ-ლაჰ]] الله) უკანასკნელი [[წინასწარმეტყველი]] იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: [[ახლო აღმოსავლეთი]], [[ჩრდილოეთ აფრიკა]], [[სამხრეთ აზია]] და [[სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია]].
 
მუსლიმები შეადგენენ [[საქართველო|საქართველოს]] მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური [[აზერბაიჯანელები]] [[აჭარა|აჭარის]] ტერიტორიაზე მცხოვრები [[ქართველები]] ([[აჭარლები]])და პანკისელი ქისტები
 
== არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში ==
[[არაბები]] ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო [[მექა|მექაში]]ში - [[ქააბა]]. ისლამურ გადმოცემის მიხედვით [[ქააბა]] ააგო [[აბრაამი|იბრაჰიმმა]], რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა [[შავი ქვა]]. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები [[მექა|მექაში]]ში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი [[არაბები|არაბი]], რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ [[არაბები|არაბარაბებს]]ებს სწამდათ სულების ანუ [[ჯინები|ჯინების]], რომლებიც ცხოვრობდნენ [[მთვარე|მთვარეზე]]ზე, [[მზე|მზეზე]]ზე, [[ხე (მცენარე)|ხეებზე]], ჭებში, [[ქვა|ქვებში]]. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
 
== მუჰამედი ==
{{მთავარი|მაჰმადი}}
[[მუჰამედი]] ({{lang-ar|محمد}} ''მუჰამმად'') იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა [[570]] წელს [[მექა]]ში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – ([[ხალიფატი|სახალიფო]]), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.
 
თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა [[ბედუინი|ბედუინბედუინებმა]]ებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
<br />ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და [[ისლამის წინასწარმეტყველები|წინასწარმეტყველებს]]: [[ნოე|ნუჰს]], [[აბრაამი|იბრაჰიმს]], [[ისმაილი|ისმაილს]] [[იაკობი|იაყუბს]], [[ისააკი|იშაყს]], [[მოსე|მუსას]], [[დავით მეფე|დავუდს]] და [[სოლომონ მეფე|სულაიმანს]], წმიდა მარიამსა (მარიამ) და [[იესო ქრისტე]]ს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს [[მიქაელი|მიქაელმიქაელსა]]სა და [[გაბრიელ მთავარანგელოზი|გაბრიელგაბრიელს]] (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
 
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი [[ყურანი]], რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
=== აკადემიური წყაროები ===
* [http://www.patheos.com/Library/Islam.html Patheos Library – Islam]
* [http://www.usc.edu/dept/MSA University of Southern California Compendium of Muslim Texts]
* [http://philtar.ucsm.ac.uk/encyclopedia/islam Encyclopedia of Islam (Overview of World Religions)]
* [http://www.ethicaldemocracy.org/ Ethical Democracy Journal] views on Islam, other ethical systems and democracy
 
=== ონლაინ რესურსები ===
* [http://www.britannica.com/eb/article-9105852/Islam Islam] — ენციკლოპედია ბრიტანიკა
* [http://www.friesian.com/islam.htm Islam], article at Friesian.com
* [http://ideas.repec.org/p/iza/izadps/dp4459.html Asabiyya: Re-Interpreting Value Change in Globalized Societies], article at Repec/Ideas, [[University of Connecticut]] and IZA, Bonn, on Islam and global value change
 
=== სახელმძღვანელოები ===
ხაზი 40:
[[კატეგორია:რელიგიები]]
 
{{Link FA|ar}}
{{Link FA|ceb}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|he}}
{{Link FA|hu}}
{{Link FA|id}}
{{Link FA|ms}}
{{Link FA|pt}}
{{Link FA|tr}}
{{Link FA|ar}}
{{Link FA|ceb}}
{{Link FA|hu}}
{{Link FA|ms}}
{{Link GA|es}}
{{Link GA|yo}}
{{Link GA|zh}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი“-დან