შოტლანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: tt:Шотландия is a good article; cosmetic changes
ხაზი 57:
}}
 
'''შოტლანდია''' ([[გელურ-შოტლანდიური ენა|შოტლანდიურად]]: ''Alba'') ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ [[ინგლისი|ინგლისს]]. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს [[ჩრდილოეთის ზღვა]], დასავლეთით კი [[ატლანტის ოკეანე]] და [[ირლანდიის ზღვა]]. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოს]] აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის [[გაერთიანებული სამეფო]] წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.
 
შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წნიმდა ენდრიუს დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა.
შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია [[ედინბურგი]], რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი [[გლაზგო]]ა, სადაც [[შოტლანდიელები]]ს თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია [[აბერდინი]], დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Scotland map-en.jpg|thumb|left|px|შოტლანდიის რუკა]]
შოტლანდია ბრიტანეთის კუნძულის მესამედზე მეტია და როგორც თავად კუნძულის, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთით მდებარეობს.
ქვეყნის ფართობი 78,772[[კმ]]² -ია და მისი ერთადერთი სახმელეთო მოსაზღვრე [[ინგლისი]]ა 96 კილომეტრზე. ატლანტის ოკეანე დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთის ზღვა აღმოსავლეთიდან ეკვრის. კუნძული ირლანდია სულ რაღაც 30 კილომეტრშია შოტლანდიის სამხრეთი სანაპიროებიდან. ნორვეგია კი 305 კილომეტრშია აღმოსავლეთით, ხოლო ფარერების კუნძულები 270 კილომეტრში ჩრდილოეთით.
შოტლანდიის უმღლესი მწვერვალია ბენ ნევისი, უდიდესი მდინარე კი თეია, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება. .
 
* ''ფართობი'' - 78,8 ათასი კვ.კმ.
* ''მოსახლეობა'' - 5,1 მლნ, ძირითადად შოტლანდიელები. ენები: [[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[გაელური ენა|გაელური]], [[შოტლანდიური ენა|შოტლანდიური]].
* ''მთავარი ქალაქი'' - [[ედინბურგი]] (Edinburgh / Dùn Èideann). სხვა ქალაქებია (ათ.): [[გლაზგო]], [[აბერდინი]], [[დანდი]].
* ისტორია - უძველეს ხანაში დასახლებული იყო [[პიქტები]]სა და [[გელები]]ს ტომებით. მე-5-6 საუკუნეში აქ დასახლდნენ [[სკოტები]] (აქედანაა პროვინციის სახელწოდება). მე-11 ს-ში ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო. [[ინგლისი]]ს ცდები შოტლანდიის დამორჩილებაზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. [[1603]] წელს ინგლისის ტახტზე [[სტიუარტები]]ს შოტლანდიური დინასტია ავიდა, რის შემდეგაც მათ უნია შეკრეს. [[1651]]-[[1652]] იგი მიერთებულ იქნა ინგლისთან (ოფიციალური გაერთიანება [[1707]] წელს მოხდა). შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა [[1707]] წელს, აღდგა - 1999 წელს. [[1979]] წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 51,6 %-მა ხმა მისცა ავტონომიას.
ხაზი 75:
== ისტორია ==
შოტლანდიის ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ იწყება, ანუ როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ამ ტერიტორიაზე დასახლება უკანასკნელი გამყინვარების დასასრულ. [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანისა]] და [[რკინის ხანა|რკინის ხანის]] ცივილიზაციების არსებობაზე ქვეყანაში უამრავი [[არქეოლოგია|არქეოლოგიური აღმოჩენა]] მეტყველებს.
შოტლანდიის წერილობითი ისტორია კუნძულზე რომაელების შემოსვლით იწყება, როდესაც [[რომის იმპერია|რომმა]] [[ინგლისი]]სა და [[უელსი]]ს ტერიტორია დაიპყრო და ბრიტანია უწოდა. ჩრდილოეთით კი [[კალედონია]]დ წოდებული მხარე რჩებოდა, რომელიც რომაელებმა ვერ დაიპყრეს. მისი ტერიტორია [[პიქტები]]თ იყო დასახლებული, რომლებიც ზღვას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს მნიშველობას ანიჭებდნენ. შოტლანდიის ხელსაყრელ საზღვაო-სავაჭრო ადგილას მდებარეობის გამო, ადგილობრივ ვაჭრებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ და აღმოსავლეთ [[ბალტიისპირეთი|ბალტიის ქვეყნებთან]]. ასევე [[ირლანდია]]სთან, [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] და აქედან უკვე მთელ [[ევროპა]]სთან. 1707 წლის უნიისა და ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შოტლანდია ევროპაში კომერციული, ინტელექტუალური და სამრეწველო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.
 
=== დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ===
ხაზი 111:
 
{{Link FA|af}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|sq}}
{{Link FA|ast}}
{{Link FA|ca}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|eu}}
{{Link FA|sq}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|eo}}
{{Link GA|no}}
{{Link GA|entt}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოტლანდია“-დან