სიმინდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: tt:Кукуруз is a good article; cosmetic changes
ხაზი 16:
}}
 
[[Fileფაილი:Zea mays fraise MHNT.BOT.2011.18.21.jpg|thumb|''Zea mays "fraise"'']]
[[Fileფაილი:Dent Corn 'Oaxacan Green' (Zea mays) MHNT 2.jpg|thumb|''Zea mays "Oaxacan Green"'']]
 
'''სიმინდი''' (Zea mays) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად: [[ბუშტარა სიმინდი]] (Zea mays everta), [[რბილი სიმინდი]] (Zea mays amylacea), [[კბილა სიმინდი]] (Zea mays indentata), ნახევარკბილა სიმინდი (Zea mays scmidentata), კაჟა სიმინდი (Zea mays imdurata), ტკბილი სიმინდი (Zea mays saccharata), რბილ-ტკბილი სიმინდი (Zea mays amyleosacharata), ცვილა სიმინდი (Zea mays ceratina), კილიანი სიმინდი (Zea mays tunicata).
 
სიმინდი ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი მცენარეა. აქვს 50-80 სმ-იდან 5-6 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო. ფოთოლი ფართო ლანცეტისებრია, ზემოდან შებუსული, მორიგეობით განლაგებული. მამრობითი ყვავილედი (ღეროს წვერზე) საგველაა, მდედრობითი (ფოთლის იღლიაში) - ტარო, რომლის სიგრძე 4-50 სმ, მასა 30-500 გ აღწევს. ღეროზე 1-2, ან იშვიათად 3 ტაროა. ნაყოფი მარცვალაა, 1000 მარცვლის მასა 50-1100 გ., ჩვეულებრივ 100-400 გ. მარცვალი ღვივდება 10-11 °C ტემპერატურაზე. სიმინდი თბილი და ტენიანი კლიმატის მცენარეა.
 
სიმინდის სამშობლოა ცენტრალური და [[სამხრეთ ამერიკა]]. [[საქართველო]]ში პირველად [[XVII საუკუნე]]ში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11,3-14,2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა.
 
სიმინდის მარცვლისაგან ღებულობენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად.
 
სიმინდის მწვანე მასა ძვირფასი [[სილოსი|სასილოსე]] მასალაა.სიმინდის ღეროსა და ნაქუჩისაგან ქიმიურ და სამეურნეო დანიშნულების 40-მდე პროდუქტს ამზადებენ. სიმინდს თესავენ სამარცვლედ, სასილოსედ, მწვანე საკვებად, ამავე დროს თესავენ როგორც ცალკე, ისე [[ლობიო]]ს, [[სოია]]ს, [[გოგრა|გოგრისა]] და სხვა კულტურებთან ერთად. თესლბრუნვაში თესავენ უმთავრესად საშემოდგომო თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ. მოჰყავთ აგრეთვე მონოკულტურად, თავიანი კულტურების აღების შემდეგ ნიადაგს ჯერ აჩეჩავენ, შემდეგ ხნავენ შემოდგომაზე (მზრალად) 22-30 სმ სიღრმეზე, ხვნის წინ შეაქვთ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები. აზოტიანი სასუქის ნაწილი შეაქვთ მომდევნო გაზაფხულზე თესვისწინა დამუშავების დროს, დანარჩენი — მცენარის გამოსაკვებად.
ხაზი 31:
სიმინდს თესავენ როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე 10-11 °C. თესავენ ფართო მწკვრივად (70 სმ) ან კვადრატულ-ბუდობრივად (70 ×70 სმ). ნათესის მოვლაგულისხმობს აღმოცენის დაფარცხვას, ბუნებისა და მწკვრივების გამოხშირვას (3-4 ფოთლის ფაზაში), მწკვრივთშორისების 2-3-ჯერ კულტივაციას, სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენებას და სხვა.
 
ამჟამად შემუშავებულია და ფართოდ ხორციელდება სიმინდის ინდუსტრიული ტექნოლოგია. საქართველოში დარაიონებულია ჰიბრიდები: ქართული 9 ტვ, ქართული 52, ენგური, ვირ 42, კრასნოდარის 5 ტვ და 303, ივერია 503; ჯიშები: აბაშური ყვითელი, აჯამეთის თეთრი და სხვა. კარგი აგროტექნიკური და ხელსაყრელ პირობებში მარცვლის მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 130 ც აღწევს. სიმინდის ძირითადი მავნებლებია მავთულა და ცრუმავთულა იები, ღეროს ფარვანა, ბამბის ხვატარი და სხვა; დაავადებები:ბუშტოვანი და მტვრიანი გუდაფშუტა, ფუზარიოტი, სიმინდის თეთრა და სხვა.
 
სიმინდის მარცვალი შეიცავს [[წყალი|წყალს]], [[ცილოვანი ნივთიერებები|ცილოვან ნივთიერებებს]], [[სახამებელი|სახამებელს]], [[ცხიმი|ცხიმს]], [[მაცარი|ნაცარს]], [[ცხიმზეთი|ცხიმზეთს]], [[მწარე]]ებს, [[ეთერზეთი|ეთერზეთს]], [[ქლოროფილი|ქლოროფილს]]; [[ვიტამინი K|K]], [[B ვიტამინები|B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, B<sub>6</sub>]], [[ვიტამინი D|D]] და [[ვიტამინი E|E]] ვიტამინებს, [[ასკორბინის მჟავა]]ს. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც [[შარდმდენი]], [[ნაღველმდენი]] საშუალება.
ხაზი 46:
{{Link FA|sk}}
{{Link GA|eo}}
{{Link GA|tt}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმინდი“-დან