ბულგარეთი (ვოლგა-კამა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: tt:Идел буе Болгары is a good article; cosmetic changes
ხაზი 90:
X საუკუნებამდე [[ხაზარები|ხაზართა სახაკანოს]] ემორჩილებოდნენ. მათს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ბულგართა ხანები არაბებს დაუკავშირდნენ, ისლამი აღიარეს და ნომინალურად დაემორჩილნენ სახალიფოს. [[965]] წელს [[სვიატოსლავ იგორის ძე]]მ [[ხაზარები|ხაზართა სახელმწიფო]] გაანადგურა და ბულგარებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. X საუკუნის ბოლოს აქ ფეოდალური ურთიერთობანი გაბატონდა. ბულგარეთზე გადიოდა აღმოსავლეთი ევროპისა და აზიის შემაერთებელი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა აღებ-მიცემობის განვითარებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრების წარმოქმნას. X-XII საუკუნეებში ბულგარეთი ხშირად ეომებოდა რუსეთის სამთავროებს. ამის გამო სატახტო ქალაქი ბოლგარიდან აღმოსავლეთისკენ, ბილიარში გადაიტანეს. [[1223]] წელს ბულგარებმა მოიგერიეს მონღოლთა პირველი თავდასხმა. [[1236]] წელს [[მონღოლთა იმპერია|მონღოლებმა]] ბილიარი აიღეს, [[1241]] წელს კი მთლიანად დაიპყრეს ქვეყანა, რომელიც ამიერიდან [[ოქროს ურდო]]ს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ გარკვეული ავტონომია მიიღო.
 
XIII საუკუნის II ნახევარში დაიწყო ახალი ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების ზრდა, გამოცოცხლდა საერთაშორისო ვაჭრობა. ამან ბულგარეთის მთავრებს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებს გაუღვიძა, რასაც მონღოლთა რამდენიმე დამსჯელი ლაშქრობა მოჰყვა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ XIV საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში ბულგარეთი ოქროს ურდოსთან ერთად გაანადგურა [[თემურლენგი|თემურლენგმა]]. XV საუკუნის 30-იან წლებში მდინარე ლამის სამხრეთით მდებარე მიწები რუსმა ფეოდალებმა დაიპყრეს. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ [[ყაზანი|ყაზანმა]], რომელიც [[ყაზანის სახანო]]ს სატახტო ქალაქი გახდა.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 104:
[[კატეგორია:თათრეთი]]
[[კატეგორია:ჩუვაშეთი]]
 
{{Link GA|tt}}