ხალხინ-გოლის ბრძოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: sv:Slaget om Chalchin-Gol is a good article; cosmetic changes
(Robot: sv:Slaget om Chalchin-Gol is a good article; cosmetic changes)
'''ხალხინ-გოლის ბრძოლები''' — ბრძოლა [[სსრკ]]-[[მონღოლეთი]]სა და [[იაპონია]]-[[მანჯურია|მანჯურიის]] ჯარებს შორის [[1939]] წლის მაის-სექტემბერში [[ხალხინ-გოლი]]ს რაიონში ([[მდინარე]] მონღოლეთსა და [[ჩინეთი|ჩინეთში]]). იაპონიის სარდლობამ [[მონღოლეთი]]ს ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით 11 და 14 მაისს მონღოლეთის საზღვარზე მოაწყო შეიარაღებული პროვოკაციები, ხოლო 28 მაისს იაპონიის ჯარმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით დაარღვია მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარი. [[სსრკ]]-[[მონღოლეთი]]ს ძალებმა იაპონია მანჯურიიდან უკუაგდეს. 2 ივლისს იაპონელები შეტევაზე გადავიდნენ, გადალახეს ხალხინ-გოლი და მოწინააღმდეგის ჯარებს გარსშემორტყმით დაემუქრნენ. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ სსრკ-მონღოლეთის ჯარებმა მოწინააღმდეგე მდინარის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ უკუაგდეს. [[20 აგვისტო]]ს მოკავშირეთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ და [[იაპონელები]] მონღოლეთის ტერიტორიიდან განდევნეს. [[იაპონია]]მ დაზავება ითხოვდა და 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
 
== ლიტერატურა ==
[[კატეგორია:იაპონიის ბრძოლები]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ბრძოლები]]
 
{{Link GA|sv}}
77 566

რედაქტირება