არტურ ზაის-ინკვარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: sv:Arthur Seyss-Inquart is a good article; cosmetic changes
ხაზი 6:
არტურ ზაის-ინკვარტი დაიბადა [[1892]] წლის [[22 ივლისი|22 ივლისს]] შტანერნში (''დღ. [[ჩეხეთი]]''), გიმნაზიის დირექტორის ოჯახში. [[1907]] წელს ოჯახი [[ვენა]]ში ([[ავსტრია]]) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან დაამთავრა გიმნაზია და [[1910]] წელს სწავლა განაგრძო [[ვენის უნივერსიტეტი|ვენის უნივერსიტეტში]] იურიდიულ ფაკულტეტზე. [[1914]] წლის აგვისტოდან იგი მონაწილეობას იღებდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. [[ტიროლი]]ს საიმპერიო [[ეგერი|ეგერთა]] ({{lang-de|Kaiserjäger}}) ბატალიონთან ერთად იბრძოდა [[რუსეთი|რუსეთში]], [[რუმინეთი|რუმინეთში]] და [[იტალია]]ში. ომში იგი დაიჭრა და დაჯილდოებულ იქნა მამაცობისთვის.
 
[[1917]] წელს არტურ ზაის-ინკვარტმა აიღო იურისტის დიპლომი და [[1921]] წელს საკუთარი საადვოკატო კანტორა გახსნა ვენაში. [[1925]] წელს იგი სათავეში ჩაუდგა „გერმანულ-ავსტრიულ სახალხო კავშირის“ პარტიას და დაიწყო კონტაქტის დამყარება „[[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAPNSDAP“]]-თან. [[1933]] წელს [[ავსტრია|ავსტრიის]] [[კანცლერი|კანცლერმა]] [[ენგელბერტ დოლფუსი|ენგელბერტ დოლფუსმა]] იგი თავისი კაბინეტის წევრი გახადა. [[1937]] წელს გერმანელ ნაცისტთა დაჟინებული ზეწოლის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტი ავსტრიის სახელწიფო სათათბიროში მიიწვიეს.
 
[[1938]] წელს არტურ ზაის-ინკვარტი „[[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAPNSDAP“]]-ში შევიდა. იმავე წლის [[12 თებერვალი|12 თებერვალს]] [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერი]] ინტერვენციით დაემუქრა ავსტრიის კანცლერ [[შუშნიგი, კურტ ფონ|კურტ ფონ შუშნიგს]], თუ ეს უკანასკნელი არტურ ზაის-ინკვარტს მინისტრის პორტფელს არ მისცემდა. 4 დღის შემდეგ, [[1938]] წლის [[16 თებერვალი|16 თბერვალს]] ზაის-ინკვარტი დაინიშნა „შინაგანი მმართველობის და უშიშროების მინისტრად“. ამით მის განკარგულებაში მოექცა მთელი ავსტრიის პოლიცია. შუშნიგის გადადგომის შემდეგ, [[1938]] წლის [[11 მარტი|11მარტს]] არტურ ზაის-ინკვარტმა კანცლერის პოსტი დაიკავა და 2 დღის შემდეგ, [[13 მარტი|13 მარტს]], პროტესტის ნიშნად გადამდგარი პრეზიდენტის [[ვილჰელმ მიკლასი]]ს თანამდებობაც გადაიბარა.
 
[[1938]] წლის მარტის დასაწყისში [[ვერმახტი]]ს დივიზიებმა გადალახეს ავსტრიის საზღვარი და დაიწყო „[[ავსტრიის ანშლუსი|ანშლუსისანშლუსის“]] პროცესი, რომელიც [[13მარტი|13 მარტს]] ზაის-ინკვარტის ხელმოწერით დასრულდა. ავსრტიამ, როგორც დამოუკუდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. [[16 მარტი|16 მარტს]] ჰიტლერის ბრძანებით არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ახლადშექმნილი „[[ოსტმარკი]]ს“ რაიხსშტატჰალტერად და მიენიჭა „[[SS]]“-ის [[ობერგრუპენფიურერი]]ს წოდება.
 
[[1939]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] ზაის-ინკვარტი დაინიშნა დაპყრობილი [[პოლონეთი|პოლონური]] ტერიტორიის [[გენერალ-გუბერნატორი]]ს [[ჰანს ფრანკი]]ს მოადგილედ და ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობის წევრების და ინტელექტუალთა დეპორტაციას [[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკებში]] და მათ ფიზიკურ განადგურებას.
 
[[1940]] წლის [[29 მაისი|29 მაისს]] ჰიტლერის ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა ოკუპირებული [[ნიდერლანდი]]ს [[რაიხსკომისარი|რაიხსკომისრირაიხსკომისრის]] თანამდებობაზე. [[1940]]—[[1945]] წლებში იგი ხელმძღვანელობდა ნიდერლანდებში „იძულებითი მუშაობის კანონის“ გატარებას, ებრაელთა დეპორტაციას საკონცენტრაციო ბანაკებში, იატაკქვეშა მოძრაობის წევრების ფიზიკურ განადგურებას, მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზირებას.
 
[[1945]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი [[იოახიმ ფონ რიბენტროპი]] თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა და ფიურერის ანდერძის თანახმად ეს თანამდებობა ზეის-ინკვარტმა დაიკავა, რომელიც მას სულ რამდენიმე დღით ეკავა. ზაის-ინკვარტი მაისის პირველ რიცხვებში დაპატიმრებულ იქნა [[კანადა|კანადელი]] ჯარისკაცების მიერ ნიდერლანდებში და გადაცემულ იქნა [[ნიურნბერგის პროცესი|სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალს]].
ხაზი 29:
[[კატეგორია:დაბადებული 1892]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1946]]
 
{{Link GA|sv}}