ჯორჯ უოკერ ბუში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: sv:George W. Bush is a good article; cosmetic changes
ხაზი 44:
ბუშის პრეზიდენტობის პირველ წელს [[2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები|11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა]] მოხდა. ამის საპასუხოდ მან [[ომი ტერორის წინააღმდეგ|ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი]] გამოაცხადა, რასაც 2001 წელს [[ავღანეთის ომი (2001-დღემდე)|ავღანეთში]], ხოლო 2003 წელს [[ერაყის ომი|ერაყში]] სამხედრო შეჭრა მოყვა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ბუშმა გარკვეული რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სფეროებში გაატარა და გადასახადები მნიშვნელოვნად შეამცირა.
 
[[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2004)|2004 წლის]] არჩევნებში ბუშმა [[აშშ-ის დემოკრატიული პარტია|დემოკრატი]] [[ჯონ კერი]] დაამარცხა. მეორე ვადის დროს 2005 წელს მისი ადმინისტრაცია [[ქარიშხალი კატრინა]]ს მიერ გამოწვეული კრიზისული სიტუაციის ცუდი მართვის გამო ძალიან გააკრიტიკეს.<ref>http://tvnz.co.nz/view/page/425822/609550</ref> 2007 წლის დეკემბერში აშშ [[მმო|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ ყველაზე დიდ [[რეცესია]]ში შევიდა.<ref name="longest1">{{cite news|url=http://www.reuters.com/article/ousiv/idUSTRE4BM49M20081223|title=SF Fed Economics see longest recession since WW2|accessdate=April 24, 2009|date=April 24, 2009|work=Reuters}}</ref> ამან ბუშის ადმინისტრაცია იძულებული გახადა ქვეყნის ეკონომიკაში აქტიურად ჩარეულიყო და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ღონისძიებები გაეტარებინა. [[2008]] წლის სექტემბერში [[მსოფლიო ფინანსური კრიზისი (2007-2009)|კრიზისი უფრო გაღრმავდა]].
 
პრეზიდენტობისას ბუში [[საქართველო]]ს და [[უკრაინა|უკრაინის]] დემოკრატიულ მოძრაობების და [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატო]]-ში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი იყო. 2005 წელს იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. [[თბილისი|თბილისში]] თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ბუშზე თავდასხმის მცდელობა მოხდა, მაგრამ პრეზიდენტი არ დაშავებულა. 2008 წელს [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს მან საქართველოს მხარე დაიჭირა და 2008 წლის 23 სექტემბერს [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაეროს გენერალურ ასამბლეაზე]] გამოსვლისას [[რუსეთი]] [[გაერო]]ს წესდების დარღვევაში დაადანაშაულა<ref>{{cite web|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/americas/7630698.stm|title=Bush chides Russia in UN speech |publisher=[[ბიბისი]]|datepublished=23 სექტემბერი 2008|accessdate=June 23, 2009|lang=en}}</ref>, ასევე [[დონორთა კონფერენცია საქართველოს რეაბილიტაციისთვის 2008|ომისშემდგომი საქართველოს რეაბილიტაციისთვის]] 1 მილიარდი [[$]] გამოყო. ბუშის პრეზიდენტობის ბოლოს გაფორმდა [[აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ]].
 
მიუხედავად იმისა, რომ ბუში პირველი ვადის განმავლობაში პოპულარული პრეზიდენტი იყო,<ref name="Gallup">{{cite web|url=http://www.gallup.com/poll/106426/Bush-Job-Approval-28-Lowest-Administration.aspx|title=Bush Job Approval at 28%, Lowest of His Administration|accessdate=January 20, 2009|date=April 11, 2008|publisher=Gallup}}</ref> მისი რეიტინგი მეორე ვადის დროს ეკონომიკური პრობლემების და ერაყის ომის გამო ძალიან დაეცა.<ref name="wapo ratings">{{cite news|url=http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/custom/2006/02/02/CU2006020201345.html|title=President Bush's Approval Ratings|publisher=''The Washington Post''|accessdate=June 23, 2009}}</ref><ref name="Bush: Job Ratings">{{cite web|url=http://www.pollingreport.com/BushJob.htm|title=Bush: Job Ratings|publisher=Pollingreport.com|date=|accessdate=October 20, 2008}}</ref><ref name="The National Economy">{{cite web|url=http://americanresearchgroup.com/economy/|title=The National Economy|publisher=Americanresearchgroup.com|date=|accessdate=October 20, 2008}}</ref><ref name="gallup high">{{cite web|url=http://www.gallup.com/poll/4924/Bush-Job-Approval-Highest-Gallup-History.aspx|title=Bush Job Approval Highest in Gallup History|publisher=Gallup.com|date=|accessdate=October 20, 2008}}</ref> პოსტის დატოვების შემდეგ იგი ტეხასში დაბრუნდა, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და წიგნს წერს.
ხაზი 64:
{{Link FA|ast}}
{{Link FA|sk}}
{{Link FA|sv}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|sv}}