კბილის კარიესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 2 edits by 37.232.71.175 (talk) identified as vandalism to last revision by MIKHEIL. (TW)
Robot: sr:Каријес is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
'''კბილის კარიესი''' — პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც მოგვიანებით მოჰყვება კარიესული დეფექტის წარმოქმნა ღრუს სახით. კბილის კარიესი უკვე დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ლიტერატურაში აღწერილია ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2,5-3 ათასი წლის წინანდელი ცნობები კარიესით დაზიანებული კბილების შესახებ.
დედამიწის სხვადასხვა რეგიონში კარიესის გავრცელება და ინტენსივობა არაერთგვაროვანია. ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით. უპირველესად უნდა აღინიშნოს [[ფტორი]]ს როლი. დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ფტორი, კბილების კარიესით დაზიანების სიხშირე მცირდება. კარიესის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება კვების ხასიათს. კვებაში აღსანიშნავია [[ნახშირწყლები]]ს როლი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კბილების კარიესის ინტენსივობას. ნახშირწყლებთან ერთად კარიესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მიკროორგანიზმები, რომელბიც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნიან რძემჟავას და სხვა ორგანულ მჟავებს.
[[სურათიფაილი: Toothdecay.png|მარჯვნივ|thumb]]
=== კარიესის განვითარების მიზეზი ===
დადგენილია, რომ კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმების შედეგად [[მინანქარი]] განიცდის დემინერალიზაციას და იწვევს კარიესის განვითარებას. მიკროორგანიზმების გარეშე კარიესი არ ვითარდება. კარიესოგენულ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Str. mutans, Str. sanguis, Str. salivarius. კარიესის საწყის სტადიაზე დაზიანების კერაში მიმდინარეობს მინანქრის გამოხატული დემინერალიზაცია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები აღინიშნება მინანქრის ზედაპირქვეშა შრეში. კარიესულ ლაქაში მიმდინარე დემინერალიზაციის უშუალო მიზეზია ორგანული მჟავები (ძირითადად რძემჟავა), რომლებსაც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად გამოიმუშავებენ კბილის ნადებში შემავალი მიკროორგანიზმები. კბილის კარიესის განვითარების შესწავლისას საყურადღებოა ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მინანქრის დემინერალიზაციას: პირის ღრუს მიკროფლორა, კვების ხასიათი, კვების რეჟიმი, [[ნერწყვი]]ს ხარისხი და რაოდენობა (ნერწყვის რემინერალიზაციური და ბუფერული თვისებები, სეკრეტორული იმუნოგლობულინები, [[ლიზოციმი]]), ფტორის შემცველობა სასმელ წყალში. მინანქრის საწყის კარიესულ დაზიანებას შემდეგი მექანიზმი უდევს საფუძვლად: ნახშირწყლების ხშირი მოხმარებისა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმები მჭიდროდ ემაგრებიან კბილის ზედაპირს და დროთა განმავლობაში წარმოქმნიან კბილის ნადებს. ნახშირწყლების შემდგომი მიღება იწვევს მინანქრის ზედაპირზე PH-ის(მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ლოკალურ ცვლილებას. იგი აღწევს კრიტიკულ დონეს -4,5-5,0. თუ [[წყალბადი]]ს იონების ასეთი კრიტიკული დონე(მჟავე არე) ხანგრძლივად შენარჩუნდა, დაიწყება აპატიტების ზედაპირული რღვევა. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად დიდდება მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები. წარმოქმნილ მიკროდეფექტებში ყალიბდება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების შეღწევისთვის ანუ საბოლოოდ მჟავაწარმომქმნელი კერა მინანქრის ზედაპირიდან გადადის თვით მინანქარში. საბოლოოდ წარმოიქმნება კარიესული დეფექტი. [[სურათიფაილი:Streptococcus_mutans_01.jpg|მარჯვნივ|thumb|Streptococcus_mutans ]]
 
== პათოლოგიური ანატომია ==
კარიესის კლინიკურ მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ეტაპს: 1)მინანქრის ფერის შეცვლა 2) ქსოვილების დეფექტის წარმოქმნა. კბიილის სხვადასხვა ზედაპირზე განვითარებულ კარიესს ახაასიათებს რიგი თავისებურებები, რაც კბილის რთული კონფიგურაციით, მინანქრის პრიზმების განსხვავებული მიმართულებით და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული.
=== მინანქრის კარიესი ===
ყველაზე ხშირად კარიესი მოლარების ფისურებში ვითარდება. ამ შემთხვევაში მინანქრის კარიესი ვრცელდება სიღრმეში მინანქრის პროზმების მიმართულებით და აღწევს მინანქარ-დენტინის საზღვარს, როგორც სამკუთხედი, რომლის ფუძე მიმართულია დენტინისაკენ, ხოლო მწვერვალი კბილის ზედაპირისკენ. [[სურათიფაილი:Pit-and-Fissure-Caries-GIF.gif|მარცხნივ|thumb]] ასეთი კონფიგურაციის გამო ზედაპირზე არსებული დეფექტი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და კლინიკურად არცკი გამოვლინდეს. შემდეგ პროცესი ვრცელდება დენტინზე, სადაც იგი იმეორებს დენტინის მილაკების ფორმას და იქმნება კონუსი, რომლის მწვერვალი მიმართულია პულპისაკენ, ფუძე კი მინანქრისკენ. მინანქართან შედარებით დენტინი მეტ ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ მასში პროცესი მეტად სწრაფად ვითარდება და მალე მინანქარს აღარ აქვს საყრდენი დენტინში. კბილის კონტაქტური, აპროქსიმალური ზედაპირებიდან კარიესული პროცესის დაწყებისას ვითარდება განსხვავებული სურათი. კერძოდ, მისთვის დამახასიათებელია მინანქრის ზედაპირის დიდი ფართობის დაზიანება. იქმნება კონუსი, რომლის მწვერვალი მიმართულია დენტინისაკენ, ხოლო ფუძე კბილის საკონტაქტო ზედაპირისკენ. პროცესის დენტინში გავრცელებისას იქმნება კონუსი, რომლის მწვერვალი მიმართულია პულპისაკენ. [[სურათიფაილი:Smooth_Surface_Caries_GIF.gif|მარჯვნივ|thumb|]]. მინანქრის კარიესში განიხილება კარიესული ლაქა და ზედაპირული კარიესი. კარიესული ლაქის სტადიაში ერთდროულად მიმდინარეობს დემინერალიზაციის და რემინერალიზაციის პროცესები. კარიესული ლაქის სტადიაში უპირველესი ცვლილებები აღინიშნება პელიკულაში. ხდება მისი გაჯირჯვება, რაც გამოიხატება თეთრი გაუმჭვირვალე ლაქის წარმოქმნით. პროცესი იწყება დისმინერალიზაციით- კრისტალურ ბადეში მიკროელემენტების გადანაწილებით ე.ი ირღვევა მათი ჩვეული ორიენტაცია და მინანქარი თანდათან რბილდება. რეტციუსის ხაზები მკვეთრად არის გამოხატული, რაც დემინერალიზაციის პროცესზე მიუთითებს. დარბილებულ უბანში გროვდება საკვების ნაწილაკები და მიკრობები, რომლებიც ადვილად შეიჭრებიან გაგანიერებულ პროზმათაშორის სივრცეში. მათ მიერ გამოყოფილი ნივთიერებები იწვევენ ლაქის გამუქებას. ამ სტადიაში მოსალოდნელია რემინერალიზაცია და პროცესის სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მინანქრის დემინერალიზაცია ძლიერდება, ირღვევა აგრეთვე მინანქარ-დენტინის საზღვარიც. რბილი, პიგმენტური ლაქის არეში ვითარდება ზედპაირული კარიესი.
=== დენტინის კარიესი ===
ადრე თუ გვიან პათოლოგიური პროცესი ვრცელდება დენტინზე. რადგან დენტინის კალციფიკაციის ხარისხი შედარებით ნაკლებია (დენტინში 70%; მინანქარში- 96%) და იგი წარმოდგენილია დენტინის მილაკებით, კარიესი მასში სწრაფად ვრცელდება. დენტინის კარიესის პათოგენეზის ადრეულ ეტაპზე დენტინში მიმდინარეობს რეაქტიული პროცესები, რაც გაძლიერებული კალციფიკაციით გამოიხატება. ამის გამო დენტინის მილაკები ამოივსება ე.წ. ,,გამჭვირვალე დენტინით", მას დენტინის სკლეროზსაც უწოდებენ.ამავე დროს გააქტივებული პულპის ოდონტოპლასტები იწყებენ [[დენტინი]]ს სწრაფ წარმოქმნას. ახლად წარმოქმნილი დენტინის მილაკების ორიენტაცია არარეგულარულია, ამიტომ იგი ნაკლებად შეღღწევადია მიკრობებისთვის. ამ ახლად წარმოქმნილ დენტის ,,ირეგულარული დენტინი ეწოდება". ამრიგად დენტინის კარიესის დროს მიკროსკოპულად ვლინდება 4 ზონა: 1) დაშლისა და დემინერალიზაციის. 2)გამჭვირვალე დენტინის 3) დაუზიანებელი დენტინის 4) ჩანაცვლებითი დენტინისა და პულპის ცვლილებების ზონა.
ხაზი 27:
კბილის კარიესის წარმოშობის თანამედროვე შეხედულებიდან გამომდინარე, კარიესის პროფილაქტიკა მიიღწევა სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც პირის ღრუში კარიესოგენული პირობების მოცილებისა და კბილის ქსოვილების რეზისტენტობის გაზრდისაკენ არის მიმართული.კარიესოგენული პირობების მოსაცილებელ ღონისძიებებს მიეკუთვნება: ორგანიზმის გამოჯანმრთელება, ნახშირწყლების მიღების შეზღუდვა, კვების რეჟიმი, მაგარი საკვების მიღება, პირის ღრუს ჰიგიენა, ნერწყვდების გაუმჯობესება, ყბა-კბილთა დეფორმაციების მოცილება, კბილის ბუნებრივი ფისურებისა და ბრმა ფოსოების ჰერმეტიზაცია.
== ლიტერატურა ==
* თერაპიული სტომატოლოგია- ე. ბოროვსკი. გამომცემლობა ,,მთაწმინდელი". თბილისი 2001წ.
* სტომატოლოგიური პათოლოგია - ბ.კოჭლამაზაშვილი, გ.ბურკაძე
 
[[კატეგორია:სტომატოლოგია]]
 
{{Link GA|sr}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კბილის_კარიესი“-დან