ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: sk:Pásmo planétok is a good article; cosmetic changes
(Bot: 66 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2179)
(Robot: sk:Pásmo planétok is a good article; cosmetic changes)
'''ასტეროიდთა სარტყელი''' — რეგიონი [[მზის სისტემა]]ში, რომელიც პლანეტების — [[მარსი (პლანეტა)|მარსისა]] და [[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერის]] [[ორბიტა|ორბიტებს]] შორის მდებარეობს და რომელშიც კონცენტრირებულია მცირე პლანეტებად (პლანეტოიდები), ასტეროიდებად წოდებული, ძირითადად არასწორი ფორმის სხეულები, რომლებსაც სხვადასხვა ზომა და შემადგენლობა გააჩნიათ.
 
ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად — შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია ([[მერკური (პლანეტა)|მერკური]], [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]], [[დედამიწა|დედამიწა]], [[მარსი (პლანეტა)|მარსი]]) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები ([[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერი]], [[სატურნი (პლანეტა)|სატურნი]], [[ურანი (პლანეტა)|ურანი]], [[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნი]]) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.
 
ასტეროიდთა სარტყელს ასევე ძირითად სარტყელსაც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის [[კოიპერის სარტყელი|კოიპერის სარტყელი]], [[ოორტის ღრუბელი|ოორტის ღრუბელი]] და [[გაბნეული დისკი|გაბნეული დისკი]]. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და „დასახლებულია“ ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან, როგორიც [[დედამიწის ტიპის პლანეტები|დედამიძის ტიპის პლანეტები]] გაზის გიგანტებისგან. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან — [[სილიკატები]]სა და [[მეტალები]]სგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, [[წყალბადი]]ს, [[მეთანი]]სა და [[ამიაკი]]ს გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.
ტროიანი ასტეროიდების ყველაზე დიდი ჯგუფები იუპიტერის ორბიტაზეა თავმოყრილი. ეს ბუნებრივია, იუპიტერის გრავიტაციის სიმძლავრის გამო ხდება. იუპიტერის ორბიტაზე კონცენტრირებული ტროიანი ასტეროიდების ორ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ლიბრაციის ორ ძირითად წერტილში L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> არიან კონცენტრირებული ტროელებსა და ბერძნებს (აქეელებს) უწოდებენ. ბერძნები წინ უსწრებენ იუპიტერს, ხოლო ტროელები ჩამორჩებიან მას, რითაც ქმნიან ბუნებრივ ოპოზიციურ ჯგუფებს, ამიტომაც მოხდა მათთვის ბერძნების და ტროელების სახელის მინიჭება.
 
თანამგზავრული ტიპის ასტეროიდების/ტროიანების გარდა არსებობენ კიდევ ჰილდები — ნახშირბადოვანი ასტეროიდების დინამიური ჯგუფი, რომლებსაც არა აქვთ „სწორი“ ორბიტები. ისინი სამკუთხედის მსგავსად არიან განლაგებული ასტეროიდთა ძირითადი სარტყლიდან იუპიტერის ლიბრაციული წერტილების L<sub>3</sub>, L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> მიმართულებით. ჰილდას ოჯახის ასტეროიდები ქმნიან ძირითადი სარტყლის ე.წ. გარეგან შრეს. ამ ასტეროიდების მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მერყევია, რაც იუპიტერის ძლიერ გრავიტაციას უკავშირდება. ასტეროიდთა ამ ჯგუფს სახელი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის — [[ჰილდა]]ს გამო ეწოდა, რომელიც [[1975]] წელს აღმოაჩინეს.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზედან 2,8 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული და მისი საერთო მასა მთვარის მასის 4 % უტოლდება. ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის უდიდესი სხეულია [[ცერერა]] (ცერესი), ერთადერეთი სხეული ასტეროიდთა სარტყელში, რომელსაც „სწორი“ მრგვალი ფორმა გააჩნია, ამის გამო მას ჯუჯა პლანეტასაც უწოდებენ. ასტეროიდებს შორის ზომებით გამოირჩევიან ასევე — [[2 პალადა]] (პალასი) და [[4 ვესტა]]. ორივე მათგანს, ისევე როგორც სიდიდით მეოთხე ასტეროიდ [[10 ჰიგიას]], მომრგვალებული ფორმა აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანის ფორმა არ არის სრულყოფილი.
 
== ლიტერატურა ==
* {{cite book
| first=Linda T.
{{Link FA|ru}}
{{Link FA|th}}
{{Link GA|sk}}
77,408

რედაქტირება