ბელოსტოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: ro:Białystok is a good article; cosmetic changes
(Robot: ro:Białystok is a good article; cosmetic changes)
}}
 
'''ბელოსტოკი''' ({{lang-pl|Białystok}}, {{lang-be|Беласток}}, {{lang-lt|Balstogė}}) — უდიდესი ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[პოლონეთი|პოლონეთში]] და მეორე ქალაქი მოსახლეობის სიმჭიდროვით მთელ ქვეყანაში, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 2,882.9 ადამიანს. ეს ადგილი მდებარეობს პოლონეთ-[[ბელარუსი|ბელარუსის]] და პოლონეთ-[[ლიტვა|ლიტვის]] ოფიციალური საზღვრის საიხლოვეს და შედის [[პოდლასის სავოევოდო]]ს შემადგენლობაში. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 294,399 ადამიანი.<ref>Central Statistical Office, Warsaw 2009, {{cite web |url=http://www.stat.gov.pl/cps/rde/xbcr/gus/PUBL_L_ludnosc_stan_struktura_30_06_2009.pdf |title=Population. Size and Structure by Territorial Division, as of June 30, 2009 |accessdate=2009-12-31 |format=PDF}}</ref> 1921 წლიდან 1998 წლამდე, ეს ქალაქი შედიოდა [[ბელოსტოკის სავოევოდო (1975–1998)|ბელოსტოკის სავოევოდოს]] შემადგენლობაში, 1999 წლიდან კი შევიდა პოდლასის შემადგენლობაში.
 
ქალაქში მიედინება მდინარე ბიალა, აქ კლიმატი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -5&nbsp;°C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 7&nbsp;°C. ქალაქი ბელოსტოკი იყოფა 28 ადმინისტრაციულ ერთეულდა.
ეს ადგილი პირველად იხსენიება 1437 წლიდან. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია [[ლიტვის დიდი სამთავრო]], სწორედ მის შემადგენლობაში შედიოდა ეს ტერიტორიაც. ამ პერიოდში, აქ აიგო პირველი ხიდი და ეკლესია. უკვე იწყება ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლებაც და უკვე 1692 წლიდან ეს ადგილი ქალაქად იხსენიება.
 
1795 წლიდან ბელოსტოკი მოექცა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში. ქალაქში საკმაოდ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, 1897 წელს ჩატარებული რუსული აღწრის შედეგად, ბელოსტოკში ცხოვრობდა 66,000 ადამიანი, აქედან 41,900 ებრაელი<ref>Joshua D. Zimmerman, ''Poles, Jews, and the politics of nationality'', Univ of Wisconsin Press, 2004, ISBN 0-299-19464-7, [http://books.google.com/books?id=6sbr9cZyw_4C&pg=PA16&dq=population+Brest+Poles+Jews&lr=&as_brr=3&ei=HS_3SZ2-NITyzQSUtaWtBQ Google Print, p.16]</ref> (მთელი მოსახლეობის 63%).
 
[[პირველი მსოფლიო ომი|მირველი მსოფლიო ომის]] დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბელოსტოკზე განხორციელდა დაბომბვები. 1915 წლის 31 აგვისტოს გერმანელმა სარდლებმა აიღეს ეს ქალაქი. ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ქალაქი სხვა ტერიტორიებთა ერთად შევიდა [[ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა|ბელორუსიის სახალხო რესპუბლის]] შემადგენლობაში. 1919 წლის 19 თებერვალს უკვე ეს ტერიტორია უბრუნდება [[პოლონეთი|პოლონეთს]]. 1920 წელს დაწყებული [[პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი|პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის]] დროს, ამ ქალაქზე განხორციელდა დაბომბვები, საბჭოელების მიერ. ომში პოლონეთის გამარჯვებით ეს ქალაქი კვლავ პოლონეთს დარჩა.
 
1939 წელს დაწყებული [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დროს აღმოსავლეთი პოლონეთი, [[მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი|მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის]] საფუძველზე ოკუპირებული იქნა [[საბჭოთა კავშირი]]ს მიერ. ბელოსტოკი სხვა პოლონურ ქალქებთან ერთან სსრკ-ს შემადგენლობაში მოექცა. 1941 წლის 27 ივნისს გერმანიამ დაიპყრო აღმოსავლეთი პოლონეთი, ქალაქ ბელოსტოკის უკვე გერმანელები სამხედროები აკონტროლებდნენ, აქ მცხოვრები 56,000 ებრაელი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1944 წელს ეს ტერიტორია [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] მეშვეობით გათავისუფლებული იქნა გერმანელებისაგან.
 
== დაძმობილებული ქალაქები ==
 
[[კატეგორია:პოლონეთის ქალაქები]]
 
{{Link FA|eo}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|ro}}
77 658

რედაქტირება