იოანე კლემაქი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: pl:Jan Klimak is a good article; cosmetic changes
(Bot: 20 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q317072)
(Robot: pl:Jan Klimak is a good article; cosmetic changes)
'''ღირსი იოანე კლემაქი''' ({{lang-el|Ἰωάννης τῆς Κλίμακος}}; დ. [[525]] - გ. [[649]]) – [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით [[30 მარტი]], ახალი სტილით - [[12 აპრილი]] და დიდმარხვის მეოთხე კვირა.
 
== ცხოვრება ==
 
ღირსი იოანე კლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.
ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმინდა ქსენოფონტისა და მარიამის ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. [[სინას მთა]]ზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმინდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, [[მარხვა]]ში, [[ლოცვა]]სა და სინანულში.
 
რაითის მონასტრის იღუმენის წმინდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმინდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.
 
== ლიტერატურა ==
* „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
 
[[კატეგორია:დაბადებული 525]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 649]]
 
{{Link GA|pl}}
77,417

რედაქტირება