იოანე VI (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q37084
Robot: pl:Jan VI Kantakuzen is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
[[Fileფაილი:John VI Kantakouzenos.jpg|მინი|იმპერატორი იოანე VI]]
'''იოანე VI კანტაკუზენი''' (ან '''კანტაკოზენი''') ([[ბერძნული ენა|ბერძ]]: Ἰωάννης ΣΤʹ Καντακουζηνός) (დ. დაახლ. [[1292]] — გ. [[1383]], [[15 ივნისი]]) — ბიზანტიის იმპერიის მმართველი [[1347]]-[[1354]] წლებში.
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Meister der Schriften des Johannes VI. Cantacuzemos 001.jpg|მინი|იოანე VI როგორც იმპერატორი (მარცხნივ) და როგორც ბერი (მარჯვნივ)]]
იოანე კანტაკუზენი დაიბადა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] [[1292]] წელს. ის იყო მიხეილ კანტაკუზენის, [[პელოპონესი|მორეის]] მმართველის, ვაჟი. დედის, თეოდორა ანგელინა პალეოლოგოსის ხაზით ის წარმოადგენდა ბიზანტიის [[პალეოლოგოსები|მმართველი დინასტიის]] შთამომავალს. მას თავისი ცოლი ეირენე ასანინაც აკავშირებდა იმპერიულ დინასტიასთან, რომელიც ნაწილობრივ როგორც პალეოლოგოსების, ასევე [[კომნენოსთა დინასტია|კომნენოსებისა]] და [[დუკები]]ს დინასტიათა შთამომავალიც იყო. იოანე იმპერატორ ანდრონიკე III-ს ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი იყო ბაბუამისის, ანდრონიკე II-ს წინააღმდეგ [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი (1321-1328)|ჭიდილში]]. როდესაც 1328 წელს ანდრონიკე III-მ იმპერატორის თანამდებობა დაიკავა, მან იოანეს მიანდო უზენაესი საქმეთა მმართველის თანამდებობა.
 
[[1341]] წელს იმპერატორის გარდაცვალებისას იოანე კანტაკუზენი გახდა იმპერიის მმართველი და დაევალა მისი მცირეწლოვანი ვაჟის იოანე V პალეოლოგოსის მეურვეობა, რომელიც 9 წლისა იყო. იოანეს არ გააჩნდა იმპერიული ამბიციები და რამდენჯერმე უარი თქვა მისი მმართველობის ჟამს, ანდრონიკე III-ს შემოთავაზებებზე თანაიმპერატორად ეკურთხებინათ იგი. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგაც არ გატეხა მან თავისი სიტყვა და დაიჟინა, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე მხოლოდ და მხოლოდ იოანე V იყო, რომელსაც [[ბიზანტიის იმპერია|იმპერიის]] კონტროლი უნდა აეღო ხელში როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა. მიუხედავად ვაჟკაცური და ურყევი ერთგულებისა მომავალი იმპერატორისა და დედამისის [[ანა სავოიელი]]ს მიმართ, თავისმა მეგობრობამ აწ გარდაცვლილ იმპერატორთან გააღვივა [[იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|კონსტანტინოპოლის პატრიარქის]] და ალექსიოს აპოკავკოსის (ბიზანტიელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე) შური და დედოფლის [[პარანოია]], რომელსაც ის ტახტის უზურპატორი ეგონა. როდესაც იოანე კანტაკუზენი გაემგზავრა მორეაში, მისმა მტრებმა დრო იხელთეს, იოანე V იმპერატორად გამოაცხადეს და გასცეს კანტაკუზენის არმიის დაშლის ბრძანება. როცა ამ ამბებმა არმიამდე მიაღწია, რომელიც დიდიმოტეიქონში (თრაკია) იმყოფებოდა, მათ იოანე კანტაკუზენი იმპერატორად გამოაცხადეს, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი იოანესა და კონსტანტინოპოლის რეგენტთა საბჭოს შორის, რომელსაც ანა სავოიელი, პატრიარქი და აპოკავკოსი შეადგენდნენ. [[ბიზანტიის სამოქალაქო ომი (1341-1347)|სამოქალაქო ომმა]], რომელიც ამას მოყვა, 6 წელი გასტანა. ამ ომში მოწინააღმდეგე მხარეები სარგებლობდნენ [[სერბები]]ს, [[ბულგარელები]]ს, ოსმალების და ყველანაირი სახის დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. მხოლოდ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] დახმარება, რომლებთანაც იოანემ გარიგება დადო, აღმოჩნდა გადამწყვეტი და მას ომი მოაგებინა.
 
სამოქალაქო ომის შემდეგ ბიზანტია ''იმპერია'' მხოლოდ სახელით იყო, რადგან ამ ომმა ისე გამოფიტა და დააუძლურა ის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა. ომის დროს ბიზანტიას მოუხდა ბულგარეთის და სერბეთის იმპერიებისთვის საგრძნობლად დიდი ფართობის ტერიტორიების დათმობა. ამის შემდეგ ბიზანტია ძლიერ იმპერიების მუდმივი წნეხის ქვეშ მოექცა, რამაც საბოლოოდ მისი დამხობა გარდაუვალი გახადა. [[1348]] წელს კი [[შავი ჭირი]]ს ეპიდემიამ იფეთქა, რომელიც პირველად ბიზანტიას შეეხო და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იმსხველპლა, რის შედეგად იმპერია ფაქტიურად უმწეო გახდა.
 
== მმართველობა ==
[[1347]] წელს იოანე ტრიუმფით შევიდა კონსტანტინოპოლში თავისი 1000-კაციანი არმიით და მოწინააღმდეგეებს აიძულა, რომ ის ეცნოთ თანაიმპერატორად იოანე V-თან ერთად, ხოლო ერთადერთ მმართველად მისი მცირეწლოვნობის პერიოდში. აგრეთვე მან თავისი ვაჟი მათე კანტაკუზენი [[1353]] წელს თანაიმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის ხანაში იმპერია, რომელიც უკვე ყოველგვარად დახლეჩილი და შეკვეცილი იყო, ყველა მხრიდან თავდასხმას განიცდიდა. ომებიდან გამოსაკვეთია წარუმატებელი ომი [[ბიზანტია-გენუის ომი (1348-1349)|გენუელებთან]], კერძოდ კი მათ კოლონია გალატასთან, რომელიც თვით კონსტანტინოპოლის გადაღმა მდებარეობდა და [[ვენეცია-გენუის ომი (1350-1355)|ვენეცია-გენუის ომი]], რომელშიც ბიზანტია [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციელებს]] მიემხრო, თუმცა რეალური შედეგი არც ამას მოუტანია. ომი აგრეთვე გაიმართა სერბებთანაც, რომლებიც იმპერატორ [[სტეფან დუშანი]]ს ხელმძღვანელობით ფართო იმპერიას აყალიბებდნენ ბიზანტიის ჩრდილო-[[დასავლეთი]]თ. ამ ყოველივეს ემატებოდა უკიდურესად რისკიანი ალიანსი ოსმალებთან, რომლებმაც იოანე VI-ის უგუნურებისა და წინდაუხედაობის გამო ევროპაშიც მოიკიდეს ფეხი, კონკრეტულად კი გალიპოლის ნახევარკუნძულზე.
 
იოანე კანტაკუზენმა ოსმალებს ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრე ჩიმპე უწყალობა დაახ. [[1352]] წელს, რაც მათი დახმარების საზღაური იყო იოანე V პალეოლოგოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. [[1354]] წლის 2 მარტს გალიპოლი მიწისძვრამ შეარყია და ასობით სოფელი თუ ქალაქი გაანადგურა. გალიპოლზე თითქმის ყველა შენობა დაინგრა, რამაც ბერძენი მოსახლეები აიძულა მოეხდინათ ევაკუაცია. ერთ თვეში ოსმალებმა ხელთ იგდეს მთელი ნახევარკუნძული, ციხესიმაგრეებით განამტკიცეს ის და [[ანატოლია|ანატოლიიდან]] ჩამოასახლეს თურქი ოჯახები, რითაც მისი კონსოლიდაცია მოახდინეს. იოანე კანტაკუზენმა [[ოსმალეთის სულთნების სია|ოსმალთა სულთანს]] [[ორჰან I]]-ს თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ ის დაკავებულ ტერიტორიას დაცლიდა. ორჰანმა ამაზე მას უარი უთხრა, რადგან მიიჩნევდა, რომ მას ძალისმიერი მეთოდებით კი არ დაუპყრია ტერიტორია, არამედ [[ალაჰი|ალაჰმა]] უძღვნა ის საჩუქრად. [[კონსტანტინოპოლი]] პანიკამ მოიცვა, რადგან ბევრს სჯეროდა, რომ თურქები მალე ამ ქალაქსაც დაიპყრობდნენ. ამის გამო კანტაკუზენის პოზიცია მერყევი გახდა და ის ტახტიდან ჩამოაგდეს [[1354]] წლის ნოემბერში. გალიპოლი გახდა პლაცდარმი ევროპის დასაპყრობად და [[1365|სულ მოკლე ხანში]], თურქებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს ბიზანტიური [[თრაკია]], [[ედირნე (ქალაქი)|ადრიანოპოლის]] ჩათვლით.
 
== ბერად აღკვეცა და გარდაცვალება ==
თავისი დეპოზიციის შემდეგ კანტაკუზენი ბერად აღიკვეცა ოასაფ ქრისტოდულოსის სახელით. [[1367]] წელს ის დაინიშნა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ეკლესიის]] წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები პავლე სმირნელთან, კონსტანტინოპოლის ლათინ პატრიარქთან, მართლმადიდებლური და [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიების]] შესარიგებლად. ისინი შეთანხმდნენ, რომ მოეწვიათ მსოფლიო საეკლესიო კრება რომელსაც [[რომის პაპი]] და როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დაესწრებოდნენ, მაგრამ გეგმები ჩაიშალა რადგან პაპმა [[ურბან V|ურბან V-მ]] ამაზე უარი განაცხადა. ის პელოპონესში გარდაიცვალა და ვაჟების მიერ დაკრძალულ იქნა [[მისტრა]]ში, [[ლაკონია]]ში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ბიზანტიის იმპერატორების სია]]
* [[კანტაკუზენები]]
* [[პალეოლოგოსები]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{cite web|url=http://www.vostlit.info/haupt-Dateien/index-Dateien/K.phtml?id=2051|title=Кантакузин, Иоанн|publisher=Восточная литература|accessdate=15 марта 2011|archiveurl=http://www.webcitation.org/61BEHbMnK|archivedate=2011-08-24}}
* {{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/304830/John-VI-Cantacuzenus|title=John VI Cantacuzenus|lang=en|publisher=[[ბრიტანიკა]]|accessdate=25 მარტი 2010|archiveurl=http://www.webcitation.org/61I3TF2lz|archivedate=2011-08-29}}
 
{{რომის იმპერატორები}}
 
[[კატეგორია:ბიზანტიის იმპერატორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1292]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1383]]
 
{{Link GA|pl}}