სანსკრიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: lt:Sanskritas is a good article; cosmetic changes
ხაზი 14:
სანსკრიტი უმდიდრესი ლიტერატურის ენაა. იგი დღევანდლამდე ინდოეთში კულტურული ცხოვრების მთელ რიგ სფეროებში გამოიყენება.

სანსკრიტის უფრო არქაულ და გრამატიკულ მიმართებაში ნაკლებად ნორმალიზებულ ფორმას წარმოადგენს ე.წ. '''ვედური''' ენა, ანუ [[ვედები|ვედების]], ინდოეთის უძველეს ლიტერატურულ და რელიგიურ-ფილოსოფიურ ძეგლთა ენა.

ტერმინი «სანსკრიტი» შეიძლება გამოყენებულიქნას როგორც ვიწრო მნიშვნელობით (ვედურის გარეშე), ასევე უფრო ფართო მნიშვნელობითაც (თავად სანსკრიტისა და ვედურის ჩათვლით).

სანსკრიტის რამდენიმე სახეობას განასხვავებენ: '''ეპიკური სანსკრიტი''' – დიადი ეპიკური პოემების [[მაჰაბჰარატა|მაჰაბჰარატას]] და [[რამაიანა|რამაიანას]] ენა, '''კლასიკური სანსკრიტი''' – დანარჩენი მხატვრული, რელიგიურ-ფილოსოფიური, სამეცნიერო და მისთანა ლიტერატურის ენა. განცალკევებულად დგას ე.წ. '''ბუდისტური სანსკრიტი''', რომელმაც შუასაუკუნეების ინდური ენის ზეგავლენა განიცადა და მკვეთრად გასხვავდება კლასიკური სანსკრიტის ნორმებისგან.

ვედების და მათთან კავშირში მყოფ ლიტერატურის ქრონოლოგიური ჩამოყალიბება შეიძლება (დაახლ.) დათარიღებულიქნას ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლო – I საუკუნის შუაზე, ხოლო ეპოსისა – უმთავრესად ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარზე, რომელმაც ჩვ.წ. I ათასწლეულში თავის ოქროს ხანა განიცადა.

ძველინდურმა ლინგვისტებმა (უმთავრესად კი – [[პანინი|პანინიმ]], ძვ.წ. 5-4 საუკუნეში) შექმნეს სანსკრიტის უღრმესი და სრულყოფილი გრამატიკული აღწერა. ძველინდური გრამატიკული ტრადიცია ჩვენს დროშიც დიდ გავლენას ახდენს გრამატიკული სისტემის აღწერებსა და ლექსიკონების შექმნაზე. ამ სისტემიდან აღებულია სანსკრიტული ტერმინოლოგიის უმთავრესი ნაწილი.

უძველესი დროიდან სანსკრიტს ფლობდნენ ინდოელი ქურუმები ([[ბრაჰმანი (ვარნა)|ბრაჰმანები]]), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ენის ურთულეს გრამატიკას და სანსკრიტზე ოდითგანვე შექმნილ უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლისგან ([[გურუ]]) მოსწავლეზე ზეპირად გადასცემდნენ. დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის სანსკრიტთან ხელშეხება დაშვებული არ იყო.

ხაზი 33:

== იხილეთ აგრეთვე ==
* [[სანსკრიტული ლიტერატურა]]

== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 45:
{{Link FA|fr}}
{{Link FA|vi}}
{{Link GA|lt}}
{{Link GA|no}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სანსკრიტი“-დან