შამანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- წაშლილი ფაილი
Robot: fy:Sjamanisme is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
{{გასაწმენდი}}
'''შამანიზმი''' წარმოადგენს [[ექსტაზი]]ს ერთ-ერთ არქაულ [[ტექნიკა]]ს. [[შამანი]] [[მაგი]]ც არის და [[ექიმბაში]]ც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, [[ფაკირი]]სეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი [[ზებბბბუნებრივი ძალები|ზებუნებრივ ძალებთან]] ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს - "ათვინიერებს" [[სტიქია|სტიქიებს]], წარმართავს [[მსხვერპლშეწირვა]]ს, მიცვალებულთა [[სული|სულები]] "გადაჰყავს" სხვა [[სამყარო]]ში და ა. შ.
 
შამანიზმის [[ტერმინი|ტერმინში]] ერთიანდება სხვადასხვა [[რელიგიური რწმენა]], რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის [[ფიგურა]] იკავებს. იგი [[ქარიზმატული პიროვნება]]ა, რომელსაც აქვს [[ტრანსი|ტრანსში]] გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, [[ბუნების ძალები]]ს მართვის, [[ცხოველები|ცხოველებთან]], [[ფრინველები|ფრინველებთან]] თუ მიცვალებულთა სამყაროსთან [[კონტაქტი]]ს უნარი. შამანიზმში მკურნალობა წარმოდგენილია როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. შამანი [[ადამიანი]]ს სულს ართმევს [[ავადმყოფობა]]ს და უბრუნებს პატრონს, რაც ადამიანის გამოჯანმრთელებას იწვევს.
 
შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის [[მოვლენა]], რომელიც ამჟამად გავრცელებულია [[ციმბირი|ციმბირსა]] და [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]]. ტერმინიც ტუნგუსური "შამან"-იდან მოდის, რაც ქართულად სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ყველა სხვა ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც [[მირჩა ელიადე]] წერს, "შამანი არის ტრანსის [[სპეციალისტი]], რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას [[ჯოჯოხეთი|ჯოჯოხეთში]]."
 
== შამანად გახდომა ==
 
ციმბირსა და [[ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია]]ში შამანდ გახდომის გზებია: 1. პროფესიის გადაცემა მემკვიდრეობით და 2. შერჩევა ბუნებრივი მიდრეკილებეის, სპონტანური მოწოდებების მიხედვით. არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ექსტაზის ბუნებრივი [[გამოცდილება]] ყველგან აუცილებელია. [[ყაზახები|ყაზახებთან]] და [[ყირგიზები|ყირგიზებთან]] შამანს [[სოფელი]] ირჩევს გარდამავალ ასაკში მყოფი [[ობოლი]] და [[ნევროტული]] ახალგაზრდებიდან. შამანისტურ [[საზოგადოება]]ში [[ეპილეფსია|ეპილეფსიური]] ან [[ისტერია|ისტერიული]] შეტევა ღმერთებთან შეხვედრის ნიშნად არის მიჩნეული. შამანობასთან [[ზიარება|ზიარების]] ყველაზე გავრცელებული [[რიტუალები]]ა განმარტოება უდაბურ ადგილას და აკრძალვები, რომლებიც შამანობის [[კანდიდატი|კანდიდატს]] [[მოცვალებული|მიცვალებულთან]] აიგივებს. შამანად ავადმყოფი პიროვნების არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ შამანი ავადმყოფია. როგორც წესი, შამანური [[პრაქტიკა]] ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას. შამანები ყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთ გრძნობენ თავს, ხოლო როცა რაიმე მიზეზით მათ პრაქტიკის საშუალება არ აქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ.
 
== შამანის სწავლება ==
 
შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში [[ღვთაება]], მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში [[ნეოფიტი|ნეოფიტს]](შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს [[საკრალური ძალა]] "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს [[ტოტემი|ტოტემური]] ცხოველი.
ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს [[კარიბი|კარიბის]] ტომების [[ტრადიცია]]. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი [[ჯგუფი]], რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ [[ქოხი|ქოხში]]. ნეოფიტები მუშაობენ შამანის [[თამბაქო]]ს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და [[24]] [[დღე]]-[[ღამე|ღამის]] განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი [[3]] დღის შემდეგ [[3]] დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები [[წრე]]ში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის [[იმიტაცია|იმიტაციით]] და მღერიან. დღისით მოსწავლეები [[ჰამაკი|ჰამაკებში]] ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ [[წითელი წიწაკა|წითელი წიწაკის]] [[წვენი]]თ, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან [[სიგარა]]ს, ღეჭავენ [[თამბაქოს ფოთლები|თამბაქოს ფოთლებს]] და სვამენ [[თამბაქოს წვენი|თამბაქოს წვენს]]. ცეკვით დაღლილობა, [[მარხვა|მარხვით]] დასუსტება და თამბაქოთი [[ინტოქსიკაცია]] ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება [[ხილვა|ხილვები]]. [[მოსწავლე|მოსწავლის]] მთავარი [[მიზანი]]ა დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის [[ხელოვნება]]ს.
 
== წყაროები ==
* http://www.akhathai.org
* http://www.thespiritfoundation.com
* http://www.krupar.com
* http://newagefraud.org
* საყვარელიძე რ. "მეტაფიზიკური პარადიგმა ფსიქოთერაპიაში"
 
{{ესკიზი-რელიგია}}
 
[[კატეგორია:შამანიზმი]]
 
{{Link GA|es}}
{{Link GA|fy}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამანიზმი“-დან