პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: fr:Première Guerre punique is a good article; cosmetic changes
ხაზი 15:
{{პუნიკური ომები}}
{{პპო ბრძოლები}}
'''პირველი პუნიკური ომი''' — [[ძვ. წ. 264]]-[[ძვ. წ. 241]] წლებში [[რომის რესპუბლიკა|რომაელებსა]] და [[კართაგენი|კართაგენს შორის]] დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III]] - [[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II]] საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო [[მესამე პუნიკური ომი|მესამე პუნიკური ომის]] შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.
 
23 წლის განმავლობაში ორივე მხარე ცდილობდა კონტროლი მოეპოვებინა [[ხმელთაშუა ზღვა]]ზე. [[კართაგენი]], რომელიც მდებარეობდა ხამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დღევანდელი [[ტუნისი]]ს ადგილას, კონფილიქტის დასაწყისში წარმოადგენდა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. ამის მიუხედავად რომმა საბოლოოდ მოწინააღმდეგეს აჯობა, როგორც საზღვაო, ისე ხმელეთზე ბრძოლაში და დააკისრა მძიმე ფინანსური ჯარიმა.
ხაზი 40:
ამ მოვლენებმა განაპირობა რომში [[კომიცია|სახალხო კომიციის]] მიერ ომის დაწყების გამოცხადება და ორი [[რომის ლეგიონი|ლეგიონი]] [[კონსული|კონსულ]] [[აპიუს კლავდიუს კაუდექსი]]ს მეთაურობით ჩავიდა სიცილიაში. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები [[მესინის სრუტე]]ს აკონტროლებდნენ, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირეთა ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური [[ჰანონი]] ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს.<ref>პოლიბიოსი - ისტორია, 1:11</ref> სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.<ref name="Zonaras">[[იოანე ზონარა]] - [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/11*.html შემოკლებული ისტორია]</ref>
 
კართაგენელებმა სიცილიაში გამოგზავნეს ჰანო, ჰანიბალის ძე. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზის მეფე ჰიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინის ალყა. პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.<ref>[[ლუციუს ანეუს ფლორუსი|ფლორუსი]], XVIII, 2</ref> მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც.<ref name="Zonaras"></ref>
 
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. [[დიოდორე სიცილიელი]]ს ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ.<ref>დიოდორე სიცილიელი, XXIII წიგნი, 3</ref>
ხაზი 100:
[[ფაილი:Africainvasionგე.JPG|thumb|300px|აფრიკული ექსპედიცია]]
{{მთავარი|ადისის ბრძოლა}}
ბრძოლის შედეგად დაზიანებული გემების შეკეთების შემდეგ, რომაელები ლიბიისკენ გაეშურნენ და ქალაქ [[ასპიდომი]]სთან გადმოსხდნენ. ალყის შედეგად ქალაქი რომაელთა ხელში გადავიდა. რომიდან მოსული ბრძანების თანახმად ლუციუს მანლიუსი ფლოტით და ნადავლით დაბუნდა რომში. აფრიკაში რომაელთა და კართაგენელთა პირველი შეხვედრა ქალაქ [[ადისის ბრძოლა|ადისთან მოხდა]]. რომაელები კართაგენელთა ბანაკს ორი მხრიდან დაესხნენ. რელიეფის გამო კართაგენელებმა მხედრები და სპილოები სათანადოდ ვერ გამოიყენეს. რომაულმა პირველმა ლეგიონმა უკან დაიხია და კართაგენელები დაედევნენ, მაგრამ მდევრებს უკნიდან მეორე ლეგიონმა შეუტია და სასტიკად დამარცხა. კართაგენელებმა 18 000 მოკლული და 5 000 ტყვე დაკარგეს. რომაელებმა გაძარცვეს კართაგენელთა ბანაკი. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი კართაგენელები ვეღარ უწევდნენ რომაელებს წინააღმდეგობას. სხვადასხვა ცნობებით რეგულისმა 74-დან 200-მდე ქალაქი ჩაიგდო ხელში.
 
[[ძვ. წ. 255]] წელს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. რეგულისმა შემდეგი პირობები დააყენა: კართაგენს რომისთვის უნდა გადაეცა სიცილია და სარდინია, არ ეწარმოებინა ომები რომის ნებართვის გარეშე და რომისთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. კართაგენელები არ დათანხმდნენ ამ პირობებზე და მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ხაზი 128:
ამ გამარჯვებამ რომაელები გაათამამა, მათ თავიდან აღჭურვეს ფლოტი და [[ძვ. წ. 250]] წელს [[ლილიბეუმის ბრძოლა|ლილიბეუმის]] ალყა დაიწყეს. რომაელებს მეთაურობდნენ კონსულები [[გაიუს ატილიუს რეგულუსი]] და ლუციუს მანლიუს ვულსონი. რომაელები ორ ბანაკად გაიყვნენ. დრო და დრო რომაელთა და კართაგენელთა შორის პატარა ბრძოლები იმართებოდა. ქალაქი კინაღამ ჩააბარეს შეთქმულმა დაქირავებულმა ჯარებმა, მაგრამ კართაგენელებმა დროულად შეიტყვეს შეთქმულების შესახებ და აღკვეთეს იგი. კართაგენულმა ფლოტმა [[ატარბალი]]ს მეთაურობით გაარღვიეს ალყა და ქალაქში შეიტანეს სურსათი და ფული, თან არმიას ჯარისკაცები შეემატნენ. რომაელები პერმანენტულად ცდილობდნენ ლილიბეუმის ბუხტის გამაგრებას, მაგრამ კართაგენელები დრო და დრო ახერხებდნენ ბლოკადის გარღვევას.
 
რომაელებმა ქალაქის კედლის აღებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ქარიშხლით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი წაუკიდეს რომაულ ციხეების დასანგრევ მანქანებს. მთელი ტექნიკა განადგურდა. დრეპანიდან კართაგენული მხედრები ხელს უშლიდნენ რომაელებს მოეპოვებინათ საკვები. ბოლობოლო შიმშილისგან რომაელები ჰიერონმა იხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და რომაელებს ბოლობოლო მოუწიათ ალყის მოხსნა.
 
[[ფაილი:Attacksrenewed2გე.JPG|thumb|300px|საბრძოლო მოქმედებები 249 წელს]]
{{მთავარი|დრეპანას ბრძოლა}}
ლილიბეუმის ალყის წარუმატებლობის გამო, რომაელებმა გადაწყვიტეს იერიში კართაგენელთა სხვა ფორპოსტზე - [[დრეპანას ბრძოლა|დრეპანაზე]] მიეტანათ. რომაულ ფლოტს [[პუბლიუს კლავდიუს პულქერი]] მეთაურობდა. რომაელები 123<ref>პოლიბიუსის ცნობებით. [[დიოდორი]]ს ცნობით რომაელები 210 გემით</ref> მიადგნენ დრეპანას. პუბლიუსს უნდოდა კართაგენელებს უეცრად დასხმოდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, ატარბალმა მოასწრო ფლოტის გამზადება და პორტიდან გამოყვანა. კართაგენელებმა რომაელები ნაპირისკენ შეავიწროვეს და დაამარცხეს. რომაული ფლოტიდან მხოლოდ 30 გემი გადარჩა, 93 გემი ჩაიძირა. რომაელებმა 8 000 დაკარგეს დაღუპულებით და 20 000 ტყვედ ჩავარდა.
 
იმავე [[ძვ. წ. 249]] წელს კიდევ ერთი საზღვაო შეტაკება მოხდა ფინტიუმთან. ამ შეტაკების შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსების ცნობები განსხვავდება. პოლიბიუსის თანახმად იგი უშედეგო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რომაელები ნაპირზე გადავიდნენ და იქედან გემებს [[კატაპულტა|კატაპულტებით]] ესროდნენ, ხოლო დიოდორეს თანახმად რომაელები აქაც სასტიკად დამარცხდნენ. ამ უბედურებას რომის დანარჩენი ფლოტის ქარიშხალში დაღუპვაც მიემატა.
ხაზი 187:
 
[[კატეგორია:პუნიკური ომები]]
 
{{Link GA|fr}}
{{Link GA|ja}}