კლეოპატრა VII: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: fi:Kleopatra VII is a good article; cosmetic changes
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q635)
(Robot: fi:Kleopatra VII is a good article; cosmetic changes)
}}
 
'''კლეოპატრა VII ფილოპატორი''' ({{lang-grc|Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ}}, [[2 ნოემბერი]], [[ძვ. წ. 69]] – [[12 აგვისტო]], [[ძვ. წ. 30]]) — [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტის]] უკანასკნელი დედოფალი [[პტოლემეების დინასტია|პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან]]. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის [[მარკუს ანტონიუსი]]სადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის [[ოქტავიან ავგუსტუსი|ოქტავიანე ავგუსტუსის]] ტყვედ არ ქმნილიყო.
 
კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც [[ფერწერა]]ში, ისე [[ლიტერატურა]]სა და [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფში]].
 
== საერთო ცნობები ==
 
კლეოპატრა VII [[ეგვიპტე]]ს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას [[რომის იმპერია]] დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისართან]] და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
 
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
{{Link FA|ms}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|fi}}
{{Link GA|fr}}
{{Link GA|id}}
77 911

რედაქტირება