მირეია მოსკოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Mireya Moscoso is a good article; cosmetic changes
ხაზი 59:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''მირეია ელისა მოსკოსო როდრიგეს დე არიასი''' (დ. [[1 ივლისი]], [[1946]], [[პედასი]], [[პანამა]]) — პანამელი სახელმწიფო მოღვაწე, [[პანამა|პანამის]] პირველი ქალი პრეზიდენტი 1999-2004 წწ. პანამის ყოფილი პრეზიდენტის [[არნულფო არიასი]]ს ქვრივი.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 76:
[[1978]] წლის 10 ივნისს არიასების წყვილი პანამაში დაბრუნდა, დააარსეს [[პანამის ნდობის პარტია]] , პარალელურად კი ხელი მოჰკიდეს კერძო მეწარმეობას და [[ჩირიკის პროვინცია]]ში გააშენეს ყავის პლანტაცია. 1988 წლის 10 აგვისტოს არნულფო არიასი გარდაიცვალა მირეიამ კი მთლიანად იტვირთა გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკური ხვედრი ისევე როგორც [[კორასონ აკინო|კორი აკინომ]] [[ფილიპინები|ფილიპინებში]] და [[ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო]]მ [[ნიკარაგუა]]ში.
 
არნულფო არიასის გარდაცვალების შემდეგ ნდობის პარტიაზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რის შედეგადაც იგი აღმოჩნდა უმცირესობაში. თუმცა ადვოკატმა [[გილერმო ენდარა]]მ, რომელიც ნდობის პარტიის გენერალური მდივანი იყო არიასის გარდაცვალების შემდეგ [[1989]] წლის მარტში შექმნა [[არნულფისტური პარტია]], რომელსაც ბუნებრივია შეუერთდა მირეია მოსკოზო და მისი გუნდი. სულ მალე არნულფისტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ოთხპარტიული კოალიცია "[[სამოქალაქო დემოკრატიული ალიანსი]]" და [[1989]] წლის 7 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელეს გილერმო ენდარა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. მირეია მოსკოსო კი [[1991]] წლის 29 სექტემბერს გახდა არნულფისტური პარტიის ლიდერი. მიუხედავად თავისი პოლიტიკური გუნდის ასეთი წარმატებისა მოსკოსო ენდარას მთავრობაში არ შესულა.
 
[[1994]] წლის 8 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიულმა ძალებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს მირეია მოსკოსო რომელიც ე. წ. „დემოკრატიული ალიანსის“ მხარდაჭერით სარგებლობდა, 1994 წლის საპრეზიდენტო კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა მირეიასათვის: [[ერნესტო პერეს ბალადარესი|ერნესტო პერეს ბალადარესმა]] მიიღო ხმების 33,3 % მირეია მოსკოსომ კი 29,1 % .
 
== საპრეზიდენტო კარიერა ==
[[1998]] წლის 29 მარტს მირეია მოსკოსო საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამად არნულფისტურმა პარტიამ წარადგინა. არჩევნების წინ მირეიამ ქმრის საფლავზე დაიფიცა რომ გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ლენტს აქ მოიტანდა რომელიც წესით მას არნულფოს ეკუთვნოდა. ეს იყო პირველ მაისს, 2 მაისს კი იგი თავისი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა მან აიღო ხმების 44,9 % და 7,3 %-ით დაამარცხა [[მარტინ ტორიხოსი]], რომელიც იყო შვილი იმ კაცისა ვინც მისი მეუღლე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხო [[1968]] წელს.
 
მისი პრეზიდენტობა უმნიშვნელოვანესი ფაქტით აღინიშნა: პანამის პრეზიდენტებს შორის მას წილად ხვდა პატივი ყოფილიყო ერთიანი სუვერენული პანამის პირველი ლიდერი. [[1999]] წლის განმავლობაში მან ჩაიბარა ჰოვარდის, კობეს, ფარფანისა და კლეიტონის სამხედრო ბაზები. წლის ბოლო დღეს კი ხელმძღვანელობდა ისტორიულ ცერემონიალს რომლის შედეგადაც აღსდგა პანამის სუვერენიტეტი ტერიტორიაზე რომელიც [[1903]] წლიდან იმყოფებოდა ამერიკელების მფარველობის ქვეშ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ქალი პრეზიდენტების სია]]
* [[არნულფო არიასი]]
ხაზი 105:
[[კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები]]
[[კატეგორია:ქალი პრეზიდენტები]]
 
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირეია_მოსკოსო“-დან