ქალთევზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: en:Mermaid is a good article; cosmetic changes
ხაზი 13:
|მსგავსი არსებები = [[კაცთევზა]]<br />[[სირენები]]<br />[[უნდინა (ალქიმია)|უნდინა]]
}}
'''ქალთევზა''', ''სირინოზი '' — ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსება, რომელიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობს, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება [[ქალი]]სა და [[თევზი]]ს მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითებში]] და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა [[სირინოზი]] ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ '''კაცთევზებსაც''', რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. [[ტრიტონი]] ანუ [[კაცთევზა]] იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით '''mermaid''', კაცთევზას კი '''merman''', ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში '''rusalka''' ჰქვიათ.
 
== თქმულებები ==
 
წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. [[ჰანს კრისტიან ანდერსენი]]ს [[პატარა ქალთევზა]]შიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ '''ნიმფები'''. [[ნიმფა]] ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს.
 
== ახლო აღმოსავლეთი ==
 
ქალთევზებზე პირველი თქმულებები [[ასურეთი|ასურეთში]] ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი [[ ასტარტა]] ასურეთის დედოფლის [[სემირამიდა]]ს დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და [[თევზი|თევზად]] გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა.
== ძველი საბერძნეთი ==
 
თევზისკუდა ქალებს [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში).
ისეთ ენებში, როგორიცაა [[ესპანური ენა|ესპანური]], [[ფრანგული ენა|ფრანგული]], [[იტალიური ენა|იტალიური]] და [[პოლონური ენა|პოლონური]], ''ქალთევზა'' დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia.
 
[[კაცთევზა|კაცთევზებს]] კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად [[პოსეიდონი]]სა და [[ამფიტრიტე]]ს პროცესიაში შედიოდნენ.
 
== დასავლეთი ევროპა ==
[[Imageფაილი:John Collier - The Land Baby.jpg|მინი|''მიწიერი ბავშვი'', [[ჯონ ქოლიერი (მხატვარი)| ჯონ ქოლიერიქოლიერის]] ნახატი (1899)]]
გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, [[შოტლანდია|შოტლანდიასთან]]სთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა.
[[ჰანს კრისტიან ანდერსენი]]ს ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს".
 
შოტლანდიურ მითოლოგიაში ადამიანისმაგვარ სხვა არსებებსაც ვხვდებით, რომელთაც შელკები ჰქვიათ, ისინი უფრო მეტად ზღვის ლომები არიან და ქალთევზებს ჩამოჰგვანან.
 
გერმანული ქალთევზა — '''უნდინა''' ძირითადად უკუდოა და ლამაზი, [[თავთუხისფერი|ღია ქერა]] თმა აქვს. მას უფრო მდინარის წყლებში ხვდებიან.
 
გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის [[რაინი]]ს ნაპირას და ოქროსფერ თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს. სიუჟეტი [[ჰაინრიხ ჰაინე|ჰაინემაც]] დაამუშავა, არსებობს ოპერა და ბალეტი.
 
== აღმოსავლეთი ევროპა ==
 
აღმოსავლეთ [[ევროპა]]ში მცხოვრები სლავების ენებზე ქალთევზებს '''რუსალკები''', '''კუპალკები''' და '''ლოსკოტუხები''' ეწოდებათ. სლავური მითოლოგიით ისინი მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და [[წყლის დევები|წყლის დევებმა]] ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები.
 
ძირითადად წყალში ცხოვრობენ, ხანდახან მინდვრებშიც — პოლუდენიცები, ხეებზე კი — ხის [[ალი|ალები]]. სლავურ ფოლკლორში მეტწილად ქალთევზებია ნახსენები, თუმცა, ზოგჯერ კაცთევზებზეც ვხვდებით მოთხრობებს. ხანდახან წყალში ჩავარდნილთა დამხმარეებადაც გვევლინებიან.
წარმოგვიდგენიან გრძელთმიანი, ლამაზი გოგონების სახით, ზოგჯერ კი კაპარჩხანა ქალების სახით (ჩრდილოეთის [[რუსები|რუსებში]]).
 
ხაზი 56:
{{მთავარი|ვარშავის ქალთევზა}}
 
[[სურათიფაილი:Warsaw Sirene 1659.PNG|მინი|ვარშაველი ქალთევზა 1659 წელი]]
 
ქალთევზა ანუ სირენკა ([[პოლონური ენა|პოლ]]: syrenka) [[ვარშავა|ვარშავის]] სიმბოლოა. ქალთევზა, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან [[ვარშავის გერბი|ვარშავის გერბზეა]] გამოსახული.
 
ლეგენდარული პერსონაჟის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თხზულებების ავტორები და ლეგენდები მისი წარმოშობის დადგენას ცდილობდნენ. ყველაზე გავრცელებულ ლეგენდაში ართურ ოპმანი მოგვითხრობს, რომ უხსოვარ დროს [[ტრიტონი]]ს ორმა ქალიშვილმა [[ოკეანე]]ებსა და [[ზღვა|ზღვებში]] მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა [[დანია|დანიის]] სანაპიროზე ინება დარჩენა, ამიტომაც [[კოპენჰაგენი]]ს პორტის შესასვლელთან დღემდეა მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე [[ვისლა]]ს მიაღწია და მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა.
სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის [[გრიფინი]]ს სიყვარულით [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] მიცურდა, რათა დაღუპული საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც 17-ე საუკუნეში [[შვედები|შვედებთან]] ბრძოლისას დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა.
 
== აფრიკა ==
 
[[აფრიკა]]ში მოგზაური ზოგიერთი მისიონერის ჩანაწერებში ვხვდებით ცნობებს ქალთევზების შესახებ, თუმცა, მათი უმეტესობა წყლის არსებების ზუსტ აღწერილობას ვერ იძლევა. მოყვანილი ცნობებით, თითქოს [[ანგოლა]]ში, მდინარეებში ქალთევზები ცხორობდნენ, რომლებზეც უცხოტომელი მებადურები ისე თევზაობდნენ და საკვებად გამოიყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ თევზებზე. ოდნავ მოგვიანებით დაისვა საკითხი ქალთევზების სულიერებაზე, ანუ თუკი მათ სული ჰქონდათ, ესე იგი, მათი შეჭმის ფაქტიც [[კანიბალიზმი|კანიბალიზმად]] უნდა ყოფილიყო შეფასებული. ამის მიუხედავად, აფრიკის თევზქალებზე დიდი დაინტერესება არ გაჩენილა, რადგან მისიონერთა მიერ მოყვანილი ცნობები სიმართლეს მოკლებულად იქნა მიჩნეული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://members.cox.net/mermaid31/merhist.htm ქალთევზას ისტორია]
* [http://www.gtj.org.uk/en/item1/26001 17-ე საუკუნის პამფლეტი 1603 წელს უელსში, პენდინთან შემჩნეული ქალთავზას შესახებ.]
* [http://www.endicott-studio.com/jMA03Summer/theMermaid.html "ქალთევზა"] by Heinz Insu Fenkl, from the mermaid-themed Summer 2003 issue of the ''Journal of Mythic Arts''
* [http://web.archive.org/web/20091026224532/http://www.geocities.com/SoHo/Lofts/2938/deasyria1.html The mermaid goddess Derketo] from Lucian of Samosata's ''On the Syrian God'' (2c. AD)
* [http://northstargallery.com/pages/MermaidHome.htm Coney Island Mermaid Parade] mermaids on parade
 
ხაზი 80:
 
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
 
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალთევზა“-დან