ტყვია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: en:Lead is a good article; cosmetic changes
ხაზი 15:
}}</ref>) და მისი [[ატომური ნომერი]]ა 82. იმყოფება [[ლითონები|ლითონთა]] მთავარი ჯგუფის [[ნახშირბადის ჯგუფი|მეთოთხმეტე ჯგუფში]] [[ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა|ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში]]. ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, თუმცა მომდევნო უმძიმეს ელემენტს, [[ბისმუტი|ბისმუტს]], გააჩნია [[ნახევრად დაშლის პერიოდი]], რომელიც ისეთი ხანგრძლივია, რომ შეიძლება ჩაითვალოს მდგადად. ტყვიის ოთხ მდგრად იზოტოპს გააჩნია 82 [[პროტონი]], "მაგიური რიცხვი" [[ატომი]]ს [[ბირთვი]]ს ღრუბელისებურ მოდელში.
 
ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური [[მძიმე ლითონი]]ა.<ref>[http://www.nbg.gov.ge/uploads/leqsikoni.pdf ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი]</ref> მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება [[ტყვია-მჟავური აკუმულიატორი|აკუმულიატორები]], ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია [[რადიაცია]]ს არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. [[კალა (ელემენტი)|კალისა]] და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.
 
ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს [[ნერვული სისტემა|ნერვულ სისტემას]] და იწვევს უწესრიგობას [[თავის ტვინი|ტვინში]]. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე [[სისხლი]]ს მიმოქცევის დარღვევას [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებში]]. ისევე როგორც [[ვერცხლისწყალი]], კიდევ ერთი მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი [[ნეიროტოქსინი]]ა და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ [[ძველი რომი]]ს, [[ძველი საბერძნეთი]]სა და [[ჩინეთის ისტორია|ძველი ჩინეთის]] პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.
ხაზი 37:
 
{{Link FA|de}}
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყვია“-დან