რაინჰარდ ჰაიდრიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Reinhard Heydrich is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Bundesarchiv Bild 146-1969-054-16, Reinhard Heydrich.jpg|მინი|200პქ|რაინჰარდ ჰაიდრიხი]]
'''რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი''' (''გერმ.'' ''Reinhard Tristan Eugen Heydrich'') (დ. [[7 მარტი]], [[1904]], [[ჰალე (ზაალე)]], [[გერმანია]] — გ. [[4 ივნისი]], [[1942]], [[პრაღა]], [[ჩეხეთი]]) - [[მესამე რაიხი|მესამე რაიხის]] ხანის [[გერმანია|გერმანიის]] სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, [[სს]]-ის [[ობერგრუპენფიურერი]] და პოლიციის [[გენერალი]], [[რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო|რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს]] ([[RSHA]]) ხელმძღვანელი, [[ბოჰემია|ბოჰემიის]] და [[მორავია|მორავიის]] [[რაიხსპროტექტორი|რაიხსპროტექტორის]] მოადგილე.
 
 
== ბიოგრაფია ==
 
* [[1904]] - ''[[7 marti|7 მარტს]]'' ქ. [[ჰალე (ზაალე)|ჰალეში]] ოპერის მომღერალსა და კომპოზიტორს ბრუნო ჰაიდრიხის და მის მეუღლეს ელიზაბეთს (დაბ. კრანცი) შეეძინათ ვაჟი, რაინჰარდ ჰაიდრიხი.
 
* [[1909]] - უკვე 5 წლის ასაკში ჰაიდრიხი სწავლობს ვიოლინოზე დაკვრას და ამ დროიდან უვითარდება მუსიკალური ნიჭი.
 
* [[1914]] - მისი სუსტი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე სკოლაში ის სისტემატიურად ეუფლება სპორტს ([[ფარიკაობა]], [[ნაოსნობა]], ცხენზე ჯირითი).
 
* [[1922]] - გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰაიდრიხი [[საიმპერიო ფლოტი|საიმპერიო ფლოტში]] შედის.
 
* [[1923]] - როგორც საზღვაო ძალების [[კადეტი]] ის საზღვაო სამსახურს იწყებს სასწავლო აფრებიან გემ "ნიობეზე".
 
* [[1924]] - ის ხდება [[ზემდეგი]] (''გერმ. Fähnrich'') სასწავლო [[კრეისერ|კრეისერ]] "ბერლინზე".
* [[1926]] - ჰაიდრიხი [[ლეიტენანტი|ლეიტენანტის]] წოდებით ამთავრებს საზღვაო განათლების მიღებას.
 
* [[1926]]-[[1931]] - ჰაიდრიხი სტაჟირებას გადიოდა ფლოტის სადაზვერვო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საზღვაო ძალების მზვერავად [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვის]] რეგიონში. ამ დროის განმავლობაში იგი აგრეთვე მსახურობდა "ბრაუნშვაიგზე" [[ადმირალი|ადმირალ]] [[კანარისი, ვილჰელმ|ვილჰელმ კანარისის]] ხელმძღვანელობის ქვეშ და ფლოტის [[ფლაგმანი|ფლაგმან]] "შლეზვიგ-ჰოლშტაინზე" კავშირგაბმულობის ოფიცრად.
 
* [[1928]] - მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება
 
[[სურათიფაილი:Bundesarchiv Bild 152-50-10, Reinhard Heydrich.jpg|მინი|200პქ|რაინჰარდ ჰაიდრიხი 1934 წელს]]
 
* [[1931]] - ''აპრილი:'' [[ადმირალი|ადმირალ]] [[რედერი, ერიხ|ერიხ რედერის]] ინიციატივით ჰაიდრიხი "უღირსი საქციელისათვის" დათხოვილ იქნა ფლოტიდან. მიზეზი იყო ჰაიდრიხის მიერ გაუქმებული ნიშნობა.''ივნისი-ივლისი:'' ჰაიდრიხი კონტაქტს ამყარებს [[ჰიმლერი, ჰაინრიხ|ჰაინრიხ ჰიმლერთან]] და ხდება [[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|ნაციონალ-სოციალისტური პარტიის]] ([[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAP]]) და [[სს]]-ის წევრი. ჰიმლერი მას ავალებს პარტიის სადაზვერვო და უშიშროების სამსახურის, შემდგომში [[SD]]-ს ჩამოყალიბებას. ''დეკემბერი:'' ჰაიდრიხი ქორწინდება ლინა ფონ ოსტენზე, რომლეთანაც მას 4 შვილი შეეძინება.
 
* [[1932]] - ''ივნისი:'' ჰაიდრიხი ახლადშექმნილი [[SD]]-ს ხელმძღვანელი ხდება. ამ დროისათვის იგი უკვე [[ჰიმლერი, ჰაინრიხ|ჰიმლერის]] უახლოესი თანამშრომელი და [[სს]]-ის [[შტანდარტენფიურერი|შტანდარტენფიურერია]]
 
* [[1933]] - ''თებერვალი:'' [[გერმანია|გერმანიაში]]ში [[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|ნაცისტების]] ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი გერმანული დელეგაციის წევრია [[ჟენევა|ჟენევის]] მოლაპარაკებებზე, რომელზეც განიარაღების საკითხები განიხილებოდა. მისი პროვოცირებადი საქციელის გამო იგი მალევე უკან იქნა გამოძახებული. ''მარტი:'' [[ჰელდი, ჰაინრიხ|ჰაირიხ ჰელდის]] და [[ბავარია|ბავარიის]] მთავრობის დამხობის შემდეგ ჰაიდრიხი ხდება ბავარიის პოლიტპოლიციის უფროსი და იწყებს ოპოზიციური ძალების წევრთა სისტემატიურ დაშინება-დატერორებას ამ უკანასკნელთა [[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკ]] [[დახაუ|დახაუში]]ში ჩასმით. ''ნოემბერი:'' [[SD]] ხდება მეხუთე მთავარი სამმართველო [[სს]]-ის შემადგენლობაში და დ [[ჰიმლერი, ჰაინრიხ|ჰიმლერის]], როგორც [[სს]]-ის [[რაიხსფიურერი|რაიხსფიურერის]], პირდაპირ დაქვემდებარებაში გადადის.
 
* [[1934]] - ''იანვარი:'' ჰაიდრიხი ხდება გერმანული ლანდების (გარდა [[პრუსია|პრუსიისა]]) პოლიტპოლიციის (''გერმ.'' ''Politische Polizei'') უფროსი. ''აპრილი:'' პრუსიის [[გესტაპო]] ჰაიდრიხის დაქვემდებარებაში გადადის. ''ივლისი:'' [[რიომი, ერნსტ|რიომის]] პუტჩის ჩახშობაში შეტანილი წვლილის გამო იგი [[SS]]-ის [[გრუპენფიურერი]] ხდება.
 
* [[1936]] - ჰაიდრიხი ინიშნება მთელი [[მესამე რაიხი|მესამე რაიხის]] უშიშროების პოლიციის და [[SD]]-ს უფროსად. ამასთან ერთად მის დაქვემდებარებაში გადადის [[გესტაპო|საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია]] (გესტაპო).
 
* [[1938]] - [[ავსტრიის ანშლუსი|ავსტრიის ანშლუსის]] შემდეგ ჰაიდრიხის ბრაძანებით [[ვენა|ვენაში]]ში დაარსდა [[SD]]-ს განყოფილება, რომელსაც ევალებოდა ებრაელთა [[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკებში]] დეპორტირება. განყოფილების უფროსად დაინიშნა [[აიხმანი, ადოლფ|ადოლფ აიხმანი]].
 
* [[1939]] - იქმნება [[რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო]] (''გერმ.'' ''Reichssicherheitshauptamt - RSHA''), რომელიც ერთმანეთში აერთიანებდა [[გესტაპო|გესტაპოს]], კრიპოს (კრიმინალური პოლიცია) და [[SD]]-ს. ჰაიდრიხი [[RSHA]]-ს შეფი ხდება. ''[[31 აგვისტო]]:'' მისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ [[SD]]-ს მეომრები თავს ესხმიან რადიოსადგურ გლაივიცს (''გერმ. Gleiwitz''), რაც საბაბი ხდება [[გერმანია|გერმანიის]] [[პოლონეთი| პოლონეთზე]] თავდასხმის და [[მე-2 მსოფლიო ომი|მე-2 მსოფლიო ომის]] დასაწყისის. ჰაიდრიხის ბრძნებით პოლონეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე იწყება ინტელექტუალური ელიტის მასობრივი დევნა და განადგურება. იგი ორგანიზირებას უკეთებს [[გეტო|გეტოების]]ების ჩამოყალიბებას.
 
* [[1939]]-[[1940]] - ჰაიდრიხი დაკავებულია "ებრაული საკითხით". იგი ხელმძღვანელობს გერმანელი და [[ავსტრია|ავსტრიელი]] ებრაელების დეპორტაციას პოლონეთის გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.
 
* [[1941]] - ''[[29 სექტემბერი]]:'' [[ჰიტლერი, ადოლფ|ჰიტლერის]] ბრძანებით ჰაიდრიხი ინიშნება "[[ბოჰემიის და მორავიის პროტექტორატი|ბოჰემიის და მორავიის პროტექტორატის]]" (''გერმ. Protektorat Böhmen und Mähren'') [[შტატჰალტერი|შტატჰალტერად]]. ამ თანამდებობაზე იგი ცვლის [[ბარონი|ბარონ]] [[ნოირატი, კონსტანტინ ფონ|კონსტანტინ ფონ ნოირატს]].
 
* [[1942]] - ''[[27 მაისი]]:'' [[ლონდონი|ლონდონში]] ემიგრირებული [[ჩეხეთი|ჩეხეთის]] მთავრობის მიერ გაგზავნილი დივერსანტები ცეცხლს უხსნიან ჰაიდრიხის მანქანას [[პრაღა|პრაღაში]]ში. ჰაიდრიხი [[ხელყუმბარა|ხელყუმბარის]] ნამსხვრევით სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. თავდასხმელებმა თავი შეაფარეს ერთ-ერთ ახლომდებარე ეკლესიას, თუმცა [[სს]]-ის ალყას თავი ვერ დააღწიეს და ყველანი ეკლესიაში იქნენ ჩახოცილები. ''[[4 ივნისი]]:'' რაინჰარდ ჰაიდრიხი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ''[[10 ივნისი]]:'' ჰაიდრიხის მკვლელობისათვის [[სს]]-მა საზარელი შურისძიების სპექტაკლი მოაწყო [[ჩეხეთი|ჩეხეთის]] სოფელ ლიდიცეში, რომლის მოსახლეობის მამაკაცები (15 წელს ზემოთ) სიკვდილით იქნენ დასჯილები, ხოლო ქალები და ბავშვები საკონცენტრაციო ბანაკებში იქნენ დეპორტირებულები.
{{DEFAULTSORT:ჰაიდრიხი, რაინჰარდ}}
{{Link FA|fr}}
 
{{Link FA|ru}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1942]]
 
{{Link FA|bg}}
{{Link FA|fr}}
{{Link FA|ru}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|en}}