დანაშაული და სასჯელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: en:Crime and Punishment is a good article; cosmetic changes
ხაზი 24:
}}
 
„'''''დანაშაული და სასჯელი'''''“ ({{lang-ru|Преступле́ние и наказа́ние}}) — [[რუსები|რუსი]] [[მწერალი|მწერლის]] [[თედორე დოსტოევსკი]]ს [[რომანი (პროზა)|რომანი]], რომელიც პირველად [[1866|1866 წელს]] დაიბეჭდა ჟურნალ „რუსკი ვესტნიკში“ და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა.
 
== სიუჟეტი ==
სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი უკიდურესად ხელმოკლეა, მას არა თუ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის, არამედ საცხოვრებლის ქირის გადახდაც კი არ შეუძლია. უღარიბესნი არიან მისი და და დედაც. მოულოდნელად ის შეიტყობს, რომ თავის და (დუნია რასკოლნიკოვა) აპირებს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც სულაც არ აპირებს ფინანსურად დაეხმაროს მეუღლის ოჯახს. ეს ფაქტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება, რის შემდეგაც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება. ნაწარმოებში ჩანს დოსტოევსკის ნატიფი ფსიქოლოგიზმი. რომანში ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი სახე. ბედი მას შეახვედრებს მარტოსულ, შეშინებულ, ღარიბ გოგონას, რომელშიც ის პოულობს მშობლიურ სულსა და დასაყრდენს — ეს იყო სონია მარმელადოვა, რომელიც ოჯახს პროსტიტუციის გზით არჩენდა. რასკოლნიკოვი მხარდაჭერას ასევე პოულობს უნივერსიტეტის მეგობარ რაზუმიხინში, რომელსაც მისი და — ავდოტია რომანოვნა რასკოლნიკოვა უყვარს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://galenet.galegroup.com.ezproxy.sfpl.org/servlet/LitCrit/sfpl_main/FJ2680450004 Nineteenth-Century Literature Criticism. Ed. Jessica Bomarito and Russel Whitaker. Gale. San Francisco Public Library]
* [http://www1.umn.edu/lol-russ/hpgary/Russ3421/lesson9.htm University of Minnesota study guide]
* [http://www.bibliomania.com/0/0/235/1029/frameset.html Text and Analysis at Bibliomania]
 
{{ესკიზი-ლიტერატურა}}
 
{{დანაშაული და სასჯელი}}
 
[[კატეგორია:დოსტოევსკის ნაწარმოებები]]
[[კატეგორია:ფილოსოფიური რომანები]]
[[კატეგორია:1866 წლის რომანები]]
 
{{Link GA|en}}