77 460
რედაქტირება
მ (Robot: de:Moose is a good article; cosmetic changes) |
|||
}}
'''ხავსისნაირნი''' ({{lang-la|Bryophyta}}) — უმაღლესი, ძირითადად, [[ხმელეთი
== კლასიფიკაცია ==
გამეტოფიტი ასრულების ავტოტროფული კვების ფუნქციას და შესწევს ვეგეტატიური გამრავლების უნარი. იგი მორფოლოგიურად მრავალფეროვანია. შეფოთლილ ღეროებზე განვითარებული აქვს ქლოროპლასტებიანი წარმონაქმნები — პარაფილიები, მეორეული პროტონემა და რიზოიდები. ხავსისნაირებში დადგენილია აპოსპორია, აპოგამია, ჰიბრიდიზაცია და პოლიპლოიდია.
ანთოცეროტოვანნი (Anthocerotophyta) თავისებური ჯგუფია, მოიცავს 2 ოჯახის 6 გვარსა და 300-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში. საქართველოში (ძირითადად, დასავლეთ საქართველოში) ცნობილია აქედან 3 სახეობა. თალუსი და სპოროგონიუმის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე ქრომატოფორს პირენოიდებით.
ღვიძლის ხავსები (Marchantiophyta) ორ კლასად იყოფა: მარშანციასნაირი და იუნგერმანიასნაირი. პროტონემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული. გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე მუდმივი ფორმის ცხიმოვან სხეულს. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკებში. ცნობილია მარშანციასნაირი ღვიძლის ხავსების 420 და იუნგერმანიასნაირი ღვიძლის ხავსების 9 ათასი სახეობა. საქართველოში 200-მდე სახეობის ღვიძლის ხავსი ხარობს.
[[ხავსები|ჩვეულებრივი ხავსები]] (Musci) 3 კლასად იყოფა: სფაგნუმისნაირი ([[ტორფის ხავსები]]), ანდრეასნაირი და ბრიუმისნაირი (მწვანე ხავსები). რადიალურად, იშვიათად, ორმხრივსიმეტრიული, სპირალურად შეფოთლილი მცენარეებია. აქვთ მრავალფეროვანი, უძარღვო და ძარღვიანი ფოთლები, დატოტვილი რიზოიდები. სპოროგონიუმი კენწრული ან გვერდითია, ცნობილია 660 გვარი და 15 ათასი სახეობა. გვხვდება ყველგან, გარდა ზღვისა და დამლაშებული ნიადაგისა. საქართველოში ცნობილია 600-მდე სახეობა, სახესხვაობა და ფორმა.
{| align=center cellspacing=0 style="border-style:ridge; border-width:7px; border-color:#CCFFCC; font-size:90%; line-height:100%; color:#005432"
|}
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|413|ჩიქოვანი ნ.}}
{{ბოტანიკა}}
{{მცენარეთა კლასიფიკაცია| }}
[[კატეგორია:ხავსისნაირნი| ]]
{{Link GA|de}}
|