მინოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: de:Minoische Kultur is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Map Minoan Crete-en.svg|მინი|მარჯვნივ|მინოსური კრეტა]]
'''მინოსის კულტურა''' — [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] ([[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III]]-[[ძვ. წ. II ათასწლეული|II ათასწლეულებში]]) მაღალგანვითარებული კულტურა კ. [[კრეტა]]ზე, [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსის კულტურის]] ერთ-ერთი ვარიანტი. აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა [[არტურ ევანსი|არტურ ევანსმა]] [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს. მინოსის კულტურა დაყო 3 პერიოდად: ადრეული, შუა და გვიანდელი. სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის [[მინოსი]]ს სახელის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქალაქები, სასახლეები (კნოსოსი, აგია-ტრიადა, ფესტოსი, მალია), ნავსადგურები, სასოფლო დასახლებანი, ნეკროპოლისები. სასახლეებისა და კერძო პირების სახლების კედლები ფრესკებითა და რელიეფებით იყო შემკული. ნაპოვნია კერამიკა, სპილენძისა და ბრინჯაოს შრომისა და ბრძოლის იარაღი, ოქროს ძვირფასი ქვებისა და ფაიანსის სამკაული, ქვის, თიხის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის მცირე ზომის ქანდაკებანი. მინოსის კულტურამ აყვავებას მიაღწია დაახლოებით [[ძვ. წ. 1700]] წლისათვის. მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ [[ეგვიპტე]]სთან, [[სირია]]სთან, [[კვიპროსი|კვიპროსთან]], [[ანატოლია]]სა და [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]]. ცნობილია ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში პირველი იეროგლიფური წარწერები, [[ძვ. წ. 1600]] წლიდან კი — ე. წ. ხაზოვანი დამწერლობა A. დაახლოებით [[ძვ. წ. 1470]] წელს კრეტის ყველა ტაძარი დაინგრა, შესაძლებელია მიწისძვრის შედეგად.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|5}}
 
[[კატეგორია:არქეოლოგიური კულტურები]]
[[კატეგორია:ბრინჯაოს ხანა]]
 
{{Link GA|de}}