ლეგირება: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: de:Legierung is a good article; cosmetic changes
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q37756)
(Robot: de:Legierung is a good article; cosmetic changes)
[[ფაილი:Steel wire rope.png|მინი|[[ფოლადი]] არის ლეგირებული [[ლითონი]], რომლის ძირითადი შემადგენლებიცაა [[რკინა]] და [[კარბონი]]]]
'''ლეგირება''', ({{lang-de|Legierung}} - შედნობა; [[ლათინური ენა|ლათ.]]: ligo - ვაკავშირებ), რაიმე [[ლითონები|ლითონში]] სხვა ლითონის შეყვანა. ლითონების ან ლითინური შენადნობების შედგენილობისათვის მელეგირებელი ელემენტების დამატება განსაზღვრულ ფიზიკურ, ქიმიურ ან მექანიკურ თვისებათა მისანიჭებლად. ლეგირების გზით შესაძლებელია სუფთა ლითონებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული თვისებების მქონე შენადნობთა მიღება. მალეგირებელი და ძირითადი ელემენტების ([[გამხსნელი]]ს) ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება ახ. ფაზები - მყარი ხსნარები, შუალედური ლითონური ნაერთები, ქიმიური ნაერთები, რომელთა კრისტალური სტრუქტურა და ზოგიერთი თვისება მორეაგირე ელემენტების [[ატომი|ატომთა]] ურთიერთქმედების ბუნებაზეა დამოკიდებული. [[ფოლადი|ფოლადებში]] Ni, Si, Co, N, Cu [[რკინა|რკინასთან]]სთან ერთად მყარ ხსნარებს ქმნიან, ხოლო კარბიდების წარმომქმნელი ელემენტები - Cr, Mn, Mo, W, Ti, Zr, Nb ნაწილდებიან ქიმიურ ნაერთებსა და მყარ ხსნარებში.
მალეგირებელი ელემენტები მოქმედებს ლითინთა კრიზისულ წერტილებზე, ფაზური გარდაქმნების კინეტიკაზე. ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მყარი ხსნარების დაშლის სიჩქარეს, მათივე ზემოქმედებით ფოლადებში მცირდება [[აუსტენიტი|აუსტენიტის]] დაშლის სიჩქარე, ხოლო [[მარტენსიტი|მარტენსიტისა]]სა - მოშვებისას. ნელდება [[რეკლისტალიზაცია|რეკლისტალიზაციის]] პროცესი. ლეგირებას უწოდებენ აგრეთვე მყარ სხეულში უცხო ატომების შერევას, რაც მისი ზედაპირის ატომებით დაბომბვის მეშვეობით ხორციელდება. მალეგირებელი ელემენტების ჯამური შემცველობის მიხედვით განასხვავებენ მცირედ ლეგირებულ (2,5%-ზე ნაკლები), საშუალოდ ლეგირებულ ( 2,5-10%) და უხვად ლეგირებულ (10%-ზე მეტი) ფოლადებს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ლეგირებული ფოლადი]]
== ლირტერატურა ==
* ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.6, გვ 155.
 
[[კატეგორია:მეტალურგია]]
 
{{Link GA|de}}
77 895

რედაქტირება