იურის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: de:Jura (Gebirge) is a good article; cosmetic changes
ხაზი 2:
[[ფაილი:Creux-du-Van vertical.jpg|მინი|280პქ|კლდოვანი ცირკი [[კრე-დიუ-ვანი]]]]
[[ფაილი:Jura Mountains.jpg|მინი|280პქ|კრე-დიუ-ვანი|მთა [[ნეჟნი]]]]
'''იურის მთები''' ({{lang-fr|Jura}}) — მთები [[ალპები]]ს მთათა სისტემაში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[შვეიცარია]]სა და [[გერმანია]]ში.<ref name="Ebel, 1808">Ebel, J.G. 1808. Ueber den Bau der Erde in dem Alpengebirge zwischen 12 Längen- und 2-4 Breitengraden nebst einigen Betrachtungen über die Gebirge und den Bau der Erde überhaupt. Zweyter Band. ''Orell Füssli und Compagnie'' 428 pp; Zürich</ref> გადაჭიმულია [[სავოიის ალპები|სავოიის ალპებიდან]]დან [[შვარცვალდი]]ს სამხრეთ მთისწინეთამდე. სიგრძე 300 კმ. სიმაღლე 1720 მ-მდე (მთა [[ნეჟნი]]). წარმოადგენს [[საფრანგეთის ალპები|საფრანგეთის ალპების]] განშტოებას, რომელიც [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიურად]] ცალკე საშუალო სიმაღლის ერთეულს წარმოადგენს და ალპებისაგან შვეიცარიის ზეგნითაა დაშორებული.
 
იურის მთები ახალგაზრდა ნაოჭა მთიანეთია, რომელიც წარმოიშვა [[მესამეული სისტემა|ზედა მესამეულში]], იმ დროს, როდესაც წინაალპების [[მოლასები|მოლასების]] და ალპების წინამთების [[დანაოჭება]] ხდებოდა. ჩაღუნვის ზონა ალპების [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთით]] ალპების მთიანეთის ამოწევის დროს წარმოიშვა. იგი ალპების გადარეცხვის და ნგრევის შედეგად წარმოშობილი და ჩამოტანილი წვრილი და მსხვილი ნამტვრევი მასალებით აივსო — იმავე მოლასებით, რომლებსაც აქ [[დანაოჭება]] არ განუცდიათ; გარდა ამისა, ივსებოდა მეოთხეულ ალპურ გამყინვარებათა ეპოქებში წარმოშობილი [[მორენა|მორენული]] და [[ფლუვიოგლაციალური ნალექები|ფლუვიოგლაციალური]] მძლავრი ნალექებით. იურა გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ პარალელური [[ქედი|ქედების]] [[წყება (გეოლოგია)|წყების]] სახით, რომელსაც ახალი მთვარის ფორმა აქვს — შუაში გაფართოებული, ბოლოებისაკენ წაწვეტილი და ჩაზნექილი [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთისაკენ]]საკენ.
 
[[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთ]]-[[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]] იურა თავდება შვარცვალდის ბოლოსთან და დაშორებულია მისგან მდინარე [[რაინი|რაინის]] [[ხეობა|ხეობით]]. იურის მთების რკალის სიგრძე დაახლოებით 300 კმ-მდეა, მისი უდიდესი სიგანე — 80 კმ-მდე. ქედი [[დასავლეთი|დასავლეთისაკენ]]საკენ დაბლდება, მაგრამ მთისძირთან მდებარე ზედა სონას აუზის ვაკეზე მაინც ამაღლებულია.
 
იურა [[გეოლოგია|გეოლოგიურად]], წესიერად აგებული [[ნაოჭა მთები|ნაოჭა მთების]] კლასიკური ქვეყანაა, სადაც [[ტექტონიკა]] სავსებით განსაზღვრავს [[რელიეფის ფორმები|რელიეფის ფორმებს]], მისი ანტიკლინური ტიპის მთავარი ქედებითა და სინკლინურ მულდებში მდებარე მთავარი ხეობებით. იურის მთები დახრილია [[დასავლეთი|დასავლეთისაკენ]]საკენ. იგი განიცდიდა თანდათანობით ამოწევას, [[მდინარე|მდინარეები]]ები მიედინებოდნენ სინკლინებზე და იმავე დროს მიისწაფოდნენ მთის ძირთან მდებარე [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკისაკენ]], რისთვისაც იყენებდნენ ნაოჭების ღერძზე დადაბლებულ ადგილებს და ჭრიდნენ მათ ვიწრო განივ ხეობებში — კლუზებში. ასე წარმოიშვა იურასა და ზოგადად, ახალგაზრდა ნაოჭა მთებისათვის ტიპიური ხეობების გისოსებური სისტემა. ამავე დროს [[ეროზია (გეოლოგია)|მდინარეული ეროზია]] ავითარებდა ანტიკლინური ქედების გვერდებში შეჭრილ შენაკადების განივ ხეობებს და მათთან დაკავშირებულ ზედა გასწვრივ ხეობებს (combes) იმ ანტიკლინების ზევით, რომლების თაღების გადარეცხავასაც აწარმოებდა. ამასთანავე წარმოიშობოდა ნაოჭების ფრთების სიმეტრიული თხემები, რომლებიც ქედების უმაღლეს ნაწილებს (cretes) შეადგენდა.
 
იურა ძირითადად აგებულია [[იურული პერიოდი|იურული ნალექების]] [[წყება (გეოლოგია)|წყებისაგან]], იურას [[გეოლოგია|გეოლოგიურმა]] სისტემამ თავისი სახელწოდება სწორედ იმ სახელწოდების [[მთა|მთებისაგან]] მიიღო, რომელიც თითქმის მთლიანად მისგან არის აგებული. მხოლოდ სინკლინებში მოიპოვება [[ცარცული პერიოდი|ცარცული]] და [[მესამეული სისტემა|მესამეული შრეები]]. ქვედა იურა წარმოდგენილია რბილი მერგელოვანი შრეების წყებებით, ზედა იურა — მძლავრი მასიური [[კირქვა|კირვებით]]. ანტიკლინური ქედების გადარეცხვის გაძლიერება იწყება იქ, სადაც [[მდინარე|მდინარეები]]ები მერგელოვან წყებამდე იჭრება, რაც ხელს უწყობს ნაოჭების მყარი ფრთების გამოყოფას მონოკლინური თხემების სახით. [[პლიოცენი|პლიოცენში]] ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა იურის მთებში ამ პროცესმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შორს წასვლა. მიუხედავად ამისა, გასწვრივი, უფრო მაღლა მდებარე ზედა [[შენაკადი|შენაკადების]] ანტიკლინური ხეობები — „კომბები“, მთავარ სინკლინურ ხეობებთან ერთად, არსებით როლს თამაშობენ [[მთა|მთების]] [[რელიეფი|რელიეფის]] დანაწევრებაში. განვითარებულია [[კარსტი]].
 
კალთებზე [[წიფელი|წიფლის]] [[ტყე]]ებია (გვხვდება სოჭნარიც), უფრო მაღლა (1500 მ-მდე) — წიწვოვანი ტყეები ([[სოჭი (მცენარე)|სოჭი]], [[ნაძვი]]), [[მწვერვალი|მწვერვალებზე]] — სუბალპური მდელოები და მთის ფიჭვის რაყები.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ალპები]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/308527/Jura-Mountains იურის მთები – ბრიტანიკა] {{en}}
 
== ლიტერატურა ==
* Добрынин Б.Ф. Физическая география Западной Европы, М., 1948.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საფრანგეთის ქედები]]
[[კატეგორია:შვეიცარიის ქედები]]
[[კატეგორია:გერმანიის ქედები]]
[[კატეგორია:ფიზიოგრაფიული პროვინციები]]
 
{{Link GA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იურის_მთები“-დან