პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: de:Erster Weltkrieg is a good article; cosmetic changes
ხაზი 84:
=== იტალიის მიზნები ===
 
* [[იტალია]] მიიღებდა [[ტრენტინო]]ს, [[სამხრეთი ტიროლი|სამხრეთ ტიროლს]], [[გორცი|გორცს]], [[გრადისკა]]ს, მთლიან [[ისტრიენი|ისტრიენს]], სხვადასხვა პატარა კუნძულებს [[ადრიატიკის ზღვა]]ში, პროვინცია [[დალმატია]]ს.
 
* [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა [[ანატოლია|ანატოლიის]] სამხრეთ ნაწილს.
ხაზი 117:
 
[[ფაილი:Taxi.jpg|thumb|200px|პარიზელ ტაქსისტებს გადაჰყავთ ახლად ჩამოყალიბებული მეექვსე არმია ფრონტზე, რომელმაც უნდა დაარტყას გერმანულ ჯარებს მდინარე მარნაზე. ასეთი ხერხით, ტაქსით, 60 000 ჯარისკაცი ჩავიდა ფრონტზე]]
ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე [[მარნა (მდინარე)|მარნამარნასთან]]სთან მომხდარმა [[მარნის ბრძოლა (1914)|ბრძოლამ]] კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე [[ენა (მდინარე)|ენისკენ]], სადაც გამაგრდნენ.
 
=== პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე ===
ხაზი 143:
=== [[1914]] ===
 
მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან [[ლამანში|ლამანშამდე]] წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.
 
გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ [[იპრი|იპრთან]] შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.
ხაზი 181:
=== [[1917]] ===
[[ფაილი:Western Front 1917.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1917 წელს]]
ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი [[ნევილი, რობერ|რობერ ნევილით]] შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს [[ჰინდენბურგი, პაულ ფონ|ჰინდენბურგით]] და [[ლუდენდორფი, ერიხ|ლუდენდორფით]], რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
 
ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან უკან დახევისას მათ ბევრი ნაღმი დატოვეს, რაც მოკავშირეების წინსვლას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა [[9 აპრილი|9 აპრილს]] [[არასი|არასთან]] იერიში განახორციალეს.
 
პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს [[ვიმი]]ს ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში [[16 აპრილი|16 აპრილზე]] გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
 
[[ფაილი:USA bryter de diplomatiska förbindelserna med Tyskland 3 februari 1917.jpg|thumb|აშშ-ს პრეზიდენტი [[უილსონი, ვუდრო|ვუდრო უილსონი]] კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყეტას. 1917 წლის [[3 თებერვალი]]]]
ხაზი 192:
თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, [[მექსიკა]]ში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
 
მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო [[ვიტესხეტე-მესინი]]ს ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. [[7 ივლისი|7 ივლისს]] დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.
 
იერიში [[31 ივლისი|31 ივლისს]] დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ [[ფლანდრია|ფლანდრიის]] სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.
ხაზი 235:
1915 წლის გაზაფხულზე რუსეთის თხოვნით დარდანელებზე დაიწყო ინგლისურ-ფრანგული ოპერაცია. მოკავშირეებმა გადმოსხეს დესანტი, მაგრამ თურქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ოპერაციაც ჩიხური სიტუაციით დამთავრდა. მოკავშირეებმა 250 000 ჯარისკაცი დაკარგეს და 1916 წლის დასაწყისში მოახდინეს ჯარების ევაკუაცია.
 
მაისში ავსტრო-უნგრეთს ომი [[იტალია]]მ გამოუცხადა [[ტიროლი]]ს ანექსიის მიზნით. იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთით გაიმართა ბრძოლები, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო შემდეგი ორწლინახევრის მანძილზე უპირატესობის მიღწევა. იმავე თვეს გერმანელებმა და ავსტრიელებმა შეუტიეს რუსებს ვისლასთან ქალაქებს [[გორლიცა]]სა და [[ტარნუვი]]ს შორის. რუსებმა დაკარგეს [[ლვოვი]] და [[ვარშავა]], მაგრამ მეტი უკან აღარ დაიხიეს და [[რიგა|რიგიდან]] [[ჩერნოვიცა]]მდე ([[რუმინეთი]]ს საზღვარი) გამაგრდნენ.
 
ბალკანეთზე ოქტომბრამდე არაფერი არ ხდებოდა. ოქტომბერში კი გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის მხარეს ომში [[ბულგარეთი]] ჩაება და შეუტია სერბებს. სერბულ არმიას მოუწია [[ალბანეთი|ალბანეთში]] გაქცევა და იქედან კუნძულ [[კორფა]]ზე ევაკუაცია. ინგლისელებმა და ფრანგებმა ვერ მოასწრეს მათი დახმარება.
ხაზი 290:
== ომი ჰაერში ==
[[ფაილი:Nieuport.jpg|thumb|1917 ფრანგული ნიუპორი]]
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა "[[ნიუპორ ბეიბი]]მ" გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული "აინდეკერები". გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.
 
1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს "[[სისხლიანი აპრილი]]" შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები "[[სპადი]]" და "[[ნიუპორ-17]]". ინგლისელებმა კი "[[სოპვიჩ პაპი]]" და "[[სოპვიჩი]]" გამოუშვეს.
ხაზი 362:
 
{{Link FA|ast}}
{{Link FA|de}}
{{Link FA|eo}}
{{Link FA|he}}