შვედეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: da:Sverige is a good article; cosmetic changes
ხაზი 89:
== ეკონომიკა ==
 
შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (232 მლრდ $) მსოფლიოში 21-ე ადგილი უკავია.
* '''ე.ე.პ. სტრუქტურა''' (%) — [[სოფლის მეურნეობა]] - 2, [[მრეწველობა]] - 31, [[მომსახურება]] - 67;
* '''ე.ე.პ. ''' (1 სულზე) — 26,210 $.
ხაზი 96:
* '''ვალუტა''' — [[შვედური კრონა]] (SEK).
[[ფაილი:Map of Sweden Topography (polar stereographic) ka.svg|მინი|200პქ|შვედეთის რუკა]]
უპირატესობანი: მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: [[სააბი]], [[ვოლვო]], [[ერიქსონი]], [[ელექტროლუქსი]] და [[SKF]]. მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა მშვენიერი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და [[ინგლისური ენა|ინგლისური ენის]] კარგი ცოდნით გამოირჩევა.
 
მე-20 საუკუნეში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით, შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტქენოლოგიებმაც შეუწყო ხელი. ქვეყანას უმღლეს დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს როგორც შიდა საკომუნიკაციო, ასევე საგარეო კომუნიკაციების თვალსაზრისით. შვედეთი ის იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც ყველა დარგში მაღალ დონეზე განვითარებული სამუშაო ძალები გააჩნია. ეკონომიკის ბურჯად მაინც [[ტყე]], [[ჰიდროენერგია]] და ტკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. პროდუქციის თითქმის 90% კერძო მეწარმეების მიერ იქმნება.
 
შვედეთის ელექტროსადგურები:
* [[აეს ფორსმარკი]]
* [[აეს ოსკარსჰამნი]]
* [[აეს რინგჰალსი]]
 
== მემკვიდრეობა ==
ხაზი 112:
 
[[ფაილი:Gustav Vasa.jpg|thumb|მეფე [[გუსტავ ვაზა]]]]
[[მყინვარი|მყინვარების]] დნობის დაწყების შემდეგ [[სკანდინავიის ნახევარკუნძული]]ს მიწების ათვისება ადამიანმაც დაიწყო. სკანდინავიის პირველი მცხოვრებნი მონადირენი და შემგროვებლები იყვნენ. დასახლება ნახევარკუნძულის სამხრეთიდან დაიწყო, რომელიც შემდგომ რამდენიმე მხარედ დაიყო, მათ შორის კი ყველაზე ძლევამოსილი [[სველანდი]] აღმოჩნდა. სამეფო ხელისუფლება [[XIV საუკუნე]]ში გაძლიერდა, რასაც ჩრდილოეთის ქვეყნების [[კალმარის უნია|კალმარის უნიით]] გაერთიანება მოჰყვა. კავშირი მომხრეებსა და [[დანია|დანიის]] [[ოლდენბურგები|ოლდენბურგების]] დინასტიას შორის ხანგრძლივი ომის შემდეგ დაიშალა, შვედეთის სამეფო ტახტზე კი [[გუსტავ ვაზა]] ავიდა.
 
[[XVII საუკუნე]]ში შვედეთი [[ევროპა]]ში მნიშვნელოვანი ძალის მქონე სახელმწიფოდ მიიჩნეოდა თავისი გამოცდილი და ეფექტური არმიის წყალობით. მომდევნო ასწლეულში სამეფომ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. რუსეთთან ჩრდილოეთის დიდი ომის შემდეგ, [[1809]] წელს შვედეთმა თავისი აღმოსავლური ტერიტორიები დათმო. ამავე წელს, ქვეყანაში მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც 1975 წლამდე მოქმედებდა.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ინდუსტრიალიზაცია შვედეთში საკმაოდ გვიან დაიწყო. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან პირველი საწარმოები გაჩნდა ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. [[1876]] წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია [[ერიქსონი]]. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს შვედეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. [[1921]] წელს ხმის მიცემის საყოველთაო უფლების შესახებ კანონი იქნა მიღებული და ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. შვედეთმა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროსაც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთის სხვა ქვეყნები ფაშისტურ აგრესიას ვერ ასცდნენ ([[დანია]], [[ნორვეგია]]). გერმანული ჯარები შევიდნენ [[საბჭოთა კავშირი]]ს [[ფინეთი]]ს ტერიტორიაზეც. ომის შემდგომ, 1950-60-იან წლებში ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი საკითხის რეფორმა გაატარა. ამ დროის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იმ იდეით იკვებებოდა, რომ მშვიდობიანობის პერიოდში ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან, რათა ომიანობისას თავი აარიდოს სხვა სახელმწიფოთა აგრესიას. ამის მიუხედავად, ოდნამ მოგვიანებით, შვედეთის სამხედრო სტრუქტურები მჭიდრო კონტაქტში შევიდა [[ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია|ნატონატოსთან]]სთან. 1970-იან წლებში შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით საპრობლემო შეიქმნა ენერგეტიკული საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. [[1989]] წელს [[ბერლინი]]ს კედლის დანგრენის შემდეგ შვედეთის სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გადაიხედა და ხელისუფლებამ [[ევროკავშირი|ევროკავშირში]] შესვლის სურვილი გამოხატა. შვედეთი [[1995]] წელს [[ევროკავშირი]]ს წევრი გახდა.
 
== ფლორა და ფაუნა ==
შვედეთში [[ძუძუმწოვრები]] მრავარფეროვანი სახით არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა, მათი რაოდენობა მეტად მაღალია. [[ლაპლანდია]]ში [[ჩრდილოეთის ირემი]]ს ნახვა შეიძლება. ტყეებში ასევე ბინადრობენ [[ცხენირემი|ცხენირმები]], შვლები, ციყვები, კურდღლები, მელიები, [[კვერნა|კვერნები]], ჩრდილოეთ ტაიგაში — ფოცხვერები, მურა დათვები, სამურავები. ფრინველები 340 სახეობამდეა, თევზები 160 სახეობაა.
1964 წელს გარემოს დაცვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში და ევროპაში რეგულარულად დაიწყო ეროვნული პარკების გაჩენა. პირველი ეროვნული პარკი შვედეთში ჯერ კიდევ 1909 წელს იყო შექმნილი. ახლა ქვეყანაში 16 ეროვნული პარკი და 900 ნაკრძალია.
== ლიტერატურა ==
{{მთავარი|შვედეთის კულტურა}}
შვედეთის ლიტერატურა ვითარდება შვედურ ენაზე. ძველი ლიტერატურის ძეგლები შემორჩენილია ქვაზე რუნების წარწერების სახით. X—XI საუკუნეებში ფეოდალიზმის ჩამოყალიბებასა და ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით წარმოიშვა რელიგიური ლიტერატურა ლათინურ ენაზე. იქმნებოდა ისტორიის ქრონიკები და კურტუაზული პოეზია, პარალელურად — ხალხური ბალადები და სიმღერები. XV საუკუნეში პოპულარული იყო პატრიოტული პოეზია. XVI საუკუნეში ევროპის აღორძინებისა და რეფორმაციის გავლენით განმტკიცდა ჰუმანისტური პრინციპები. დიდი ისტორიულ-ლიტერატუტურული მნიშვნელობა მოიპოვა შვედეთის რეფორმავიის ბელადის, თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებლის [[ოლაუს პეტრი]]ს (1493—1552) ნაწარმოებებმა.
ხაზი 137:
* ფინელი შვედები – [[ელიას ლონროტი]], [[იან სიბელიუსი]], [[კარლ-გუსტავ მანერჰაიმი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons|Sweden|შვედეთი}}
* [http://www.sweden.se/ Sweden.se] — შვედეთის ოფიციალური საიტი
* [http://www.sweden.gov.se/ შცედეთის მთავრობა]
* [http://www.riksdagen.se/default____56.aspx შვედეთის პარლამენტი]
* [http://www.royalcourt.se/ შვედეთის სამეფო სასამართლო]
* [https://www.cia.gov/library/publications/world-leaders-1/world-leaders-s/sweden.html სახელმწიფოს მთავარი და მინისტრთა კაბინეტი]
 
{{ევროპის ქვეყნები}}
ხაზი 155:
[[კატეგორია:ბალტიის ზღვის ქვეყნები]]
 
{{Link FA|vi}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|af}}
{{Link GAFA|eoes}}
{{Link FA|vi}}
{{Link GA|ar}}
{{Link FAGA|esda}}
{{Link GA|eo}}
{{Link GA|no}}
{{Link GA|zh}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შვედეთი“-დან