პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 92 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q12562
Robot: be-x-old:Рэфармацыя is a good article; cosmetic changes
ხაზი 19:
<!-- interwiki -->
 
== რეფორმაცია გერმანიის გარეთ ==
[[ფაილი:Ulrich Zwingli.jpg|მინი|მარცხნივ|ულრიხ ცვინგლი]]
{{მთავარი|ულრიხ ცვინგლი}}
=== შვეიცარია ===
გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა [[ულრიხ ცვინგლი]]ს თაოსნობით [[შვეიცარია]]შიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი [[საბეჭდი მანქანა|საბეჭდი მანქანების]] წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან [[ანაბაპტისტები]]ს სახელით.
 
=== რეფორმაცია ინგლისში ===
ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]](1509-1547) თავდაპირებლად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ [[1521]] წელს, მეფეს პაპმა [[ლეო X]]-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქირწინებაზე უარი უთხრა([[1525]]), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „[[ანგლიკანური ეკლესია]]“, რომელმაც საკუთრივ რეფორმირება უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, [[ედვარდ VI]]-ის([[1546]]-[[1553]]) დროს განიცადა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედვარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, [[1553]]-[[1557]]) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა [[ელიზაბეთ I]]-მა (1557-1603) კი [[1559]] წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.
 
=== ჟან კალვინი ===
[[ფაილი:Calvin 1562.jpg|მინი|ჟან კალვინი]]
{{მთავარი|ჟან კალვინი}}
ხაზი 47:
{{Link FA|pt}}
{{Link FA|vi}}
{{Link GA|be-x-old}}